ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, კრიზისის შედეგები გრძელვადიანი იქნება.
„ეს შეღავათი ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე საურავები არ დაერიცხება. ეს შეეხება დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს. დაახლოებით, თუ არ ვცდები, ეს არის 30 მილიონზე მეტი შეღავათი საგადახადო გადავადების. ეს აუცილებელია, რამეთუ ჩვენს ავტოიმპორტიორებს მივეხმაროთ, ყოველდღიური აუცილებელი ხარჯები ავარიდოთ, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში“, - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.