თბილისის მერიის მხარდაჭერით, 7x7-ზე საფეხბურთო ტურნირი - MASTER LEAGUE ჩატარდება
20-08-2020, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 7x7-ზე საფეხბურთო ტურნირი - MASTER LEAGUE ჩატარდება.  ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

 

პროექტის პრეზენტაცია ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი, კახა კალაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო. 

 

 

„ძალიან საინტერესო ტურნირი იწყება. იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, პოპულარიზაცია, ამ ყველაფერში ახალგაზრდების ჩართულობა. ზოგადად, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ ყველა პროექტი, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, ადამიანზე იყოს ადაპტირებული. ჩვენი მთავარი მამოძრავებელი არის ადამიანი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, გამწვანების სამუშაოები, არსებული სკვერების რეაბილიტაცია თუ სხვა. შარშან განვახორციელეთ საპილოტე პროექტი - MASTER LEAGUE, ფეხბურთი 7x7-ზე, რომელშიც ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა წლევანდელი  წელი თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, განსხვავებული იქნება. პროექტში მონაწილეობას 12 000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. იცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით, სპორტულად, მერწმუნეთ, ეს ყველგან და ყველაფერში გამოგადგებათ. ჩვენს ახალგაზრდებს უნდა ვაჩვენოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი. ტურნირის პირველი შეხვედრა 21 აგვისტოს რაჭაში გაიმართება, ხოლო 25 აგვისტოს თბილისში აიღებს სტარტს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

დედაქალაქის მერმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მადლობა გადაუხადა. 

 

 

7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონი - 64-ვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელია ჩართული. პროექტი, რომლის პარტნიორი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა, მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

 

 

მიმდინარე წელს პროექტში ჩართული გუნდების საერთო რაოდენობა 544-ია, რაც ორჯერ აღემატება 2019 წელს მონაწილე გუნდების რაოდენობას. მათ შორის, თბილისში მონაწილე გუნდების რაოდენობაა - 44 (აქედან 20 გუნდი ითამაშებს თბილისის MASTER LEAGUE-ში და 24 გუნდი თბილისის CHALLENGE LEAGUE-ში).  

 

 

დედაქალაქში რეგისტრირებულ მონაწილეთა საერთო რაოდენობა 1 050-ს შეადგენს, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით, მონაწილეთა რაოდენობა 12 000-ს აჭარბებს.

 

 

პროექტის პრეზენტაციას მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, 7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი აკაკი ხლაბუსტოვი, ასევე, თბილისის საკრებულოს წევრები და ქართველი ფეხბურთელები ესწრებოდნენ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი