პირველად გამოიცა "ვეფხისტყაოსნის" ახალი ინგლისური თარგმანი, რომელიც 16-მარცვლიანი შაირით არის შესრულებული
29-09-2015, 10:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბოლო 40 წლის მანძილზე, პირველად გამოვიდა "ვეფხისტყაოსანის" ახალი ინგლისური თარგმანი, რომელიც პირველი პოეტური თარგმანია, შესრულებული 16 მარცვლიანი შაირით.


თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება 2015 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, 12:00 საათზე.


ახალი გამოცემა მოამზადა გამომცემლობამ ‘პოეზია’. ”ვეფხისტყაოსანზე” მუშაობა მთარგმნელმა, პოეტმა და მწერალმა, ლინ კოფინმა 2012 წელს დაიწყო. პწკარედები შეასრულა პროფესორმა დოდონა კიზირიამ. თარგმანის ტექსტს საფუძვლად უდევს 1966 წელს ‘ვეფხისტყაოსნის’ ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული გამოცემა და პროფესორ ნოდარ ნათაძის მიერ კომენტირებული გამოცემა. შესაბამისად, წიგნს რედაქტირება თავად პროფესორმა ნოდარ ნათაძემ გააკეთა. თამამად შეიძლებაი თქვას, რომ თარგმანი არა მარტო ფართო მკითხველის, არამედ ლიტერატურათმცოდნეების მოწონებასაც დაიმსახურებს.


ასევე, გაცნობებთ, რომ ლონდონში 1-7 ოქტომბერს ქართული ფილმის IV ფესტივალის


ფარგლებში, "ვეფხისტყაოსნის" ახალ თარგმანთან დაკავშირებით, 4 ოქტომბერს გაიმართება გამოცემის განხილვა, რომელშიც მთარგმნელი ლინკ კოფინის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ: მწერალი აკა მორჩილაძე, და მთარგმნელი - ისტორიკოსი დონალდ რეიფილდი. სტროფებს წაიკითხავს ცნობილი ინგლისელი მსახიობი დაიან ქვიქ.


ლინ კოფინის შესახებ (მთარგმნელი)


ამერიკელი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი ლინ კოფინი დაიბადა 1943 წელს. დღემდე გამოქვეყნებული აქვს პოეზიის სამი კრებული. მისი ლექსები, ესეები, მოთხრობები და პიესები წლების განმავლობაში იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში. იგი მონაწილეობდა პოეზიის საღამოებში იოსებ ბროდსკისა და ჩესლავ მილოშთან ერთად. გია ჯოხაძის მიერ თარგმნილი მისი ლექსების კრებული 2012 წელს თბილისშიც გამოიცა. ლინ კოფინს მთარგმნელობის მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილება აქვს. ლინკოფინისეული თარგმანი გამოყენებულ იქნა, ნობელის კომიტეტის მიერ ჩეხი პოეტის იაროსლავ სეიფერტისათვის პრემიის მინიჭებისას 1984 წელს. ლ. კოფინს ასევე თარგმნილი აქვს ანა ახმატოვა, ჩეხი, ჰოლანდიელი, მონღოლელი და ირანელი პოეტები. რამდენიმე წელია იგი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან. 2013 წელს დ. კიზირიას რედაქტორობით აშშ-ში გამოიცა ‘ქართული პოეზიის ანთოლოგია”, რომელშიც შევიდა ძველი ქართული ლიტერატურის (XIX ს ჩათვლით) ნიმუშები. ლ.კოფინმა ასევე თარგმნა თანამედროვე ქართველი მწერლები – დათო ბარბაქაძე, გიორგი კეკელიძე, გივი ალხაზიშვილი, ზაზა აბზიანიძე.

***

“ვეფხისტყაოსნის” თარგმანები:

•    ”ვეფხისტყაოსნის’ პირველი თარგმანი ინგლისურად მარჯორი სკოტ უორდროპმა შეასრულა პროზაული ფორმით. ეს თარგმანი პირველად 1912 წელს გამოქვეყნდა.

•    1968 წელს თბილისში გამოქვეყნდა ვენერა ურუშაძის H ჰეკზამეტრით შესრულებული პოეტური თარგმანი.

•    ხოლო 1977 წელს აშშ-სა და ინგლისში გამოქვეყნდა რ. სტივენსონისა და ქ. ვივიენის პროზაული თარგმანები.

ამდენად, ლინ კოფინის თარგმანი პირველი პოეტური თარგმანია, შესრულებული 16 მარცვლიანი შაირით.

“ვეფხისტყაოსნის” ახალი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება, ქ. თბილისში, 2015 წლის 9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ეროვნულბიბლიოთეკაში.

მისამართი: გუდიაშვილის #7.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკომუნიკაციო სააგენტო „კომში“

ლელა ციხისელი

Tel: 577 99 77 22

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი