ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა
23-09-2020, 16:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით დაარსებული ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდიის მფლობელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი, დირიჟორი და მუსიკოლოგი შიო აბრახამია გახდა.

 

 

შიო აბრახამიას ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდიატობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიულოცა: „მსურს, მთელი გულით მივულოცო შიო აბრახამიას ანზორ ერქომაიშვილის სახელობის კონკურსის სტიპენდიატობა. ეს კონკურსი ბატონი ანზორის უდიდესი დამსახურების აღსანიშნავად, სწორედ ჩვენი სამინისტროს ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაფუძნდა; ბატონი შიო მუსიკის კვლევის დარგში პირველი დოქტორანტია, რომელსაც ეს პრიზი გადაეცა. ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის კვლევა მართლაც რომ საშვილიშვილო საქმეა. მინდა წარმატება ვუსურვო ბატონ შიოს საქმიანობაში და დიდი იმედი მაქვს, რომ იგი ღირსეულად ატარებს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდიატის სახელს.“

 

 

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდიის დაარსების ინიციატივა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა 10 აგვისტოს ოზურგეთში მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებლისა და გამომცემლის, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე გააჟღერა. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სტიპენდია ტრადიციული მუსიკის კვლევის დარგში საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტს გადაეცემა. სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ გამარჯვებული 17 სექტემბერს გამოავლინა. შიო აბრახამია 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებს სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით.

 

 

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი