გიგა ბოკერია: ჩემი ნება რომ იყოს, ამ ხალხის გამომთაყვანებელ პატრიარქსა და მღვდლებს საკუთარი ხელით დავხვრეტდი
20-01-2014, 14:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორც ირკვევა "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი აურზაური და კომპრომატების ომი დაიწყო. რა კომპრომატები დაუდეს ერთმანეთს "ნაციონალმა" ბოსებმა და რომელი "ნაციონალი" ლიდერები აწარმოებენ მოლაპარაკებებს "ქართულ ოცნებასთან", "ნაცმოძრაობაში" მიმდინარე საბედისწერო დაპირისპირებისა და საქმის გარჩევის კულუარულ დეტალებზე გაზეთი "ქრონიკა" წერს:

 


"17 იანვარს "ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. მთავარი საკითხი "კეზერას საქმე" იყო. "ნაცთავყრილობამ" დიდ აყალმაყალში ჩაიარა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც გიგა ბოკერიამ განცხადება გააკეთა. მან თანაგუნდელებს მოუწოდა, გაეგრძელებინათ ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ… ცხადია, თავიანი "დიდი გურუს" სიტყვები ეჭვმიუტანლად მიიღეს მისი გუნდის წევრებმა: ჩიორა თაქთაქიშვილმა, გიორგი კანდელაკმა, გოგა ხაჩიძემ, დავით დარჩიაშვილმა, გივი თარგამაძემ, სერგო რატიანმა, გიგი უგულავამ, აკო მინაშვილმა, გოკა გაბაშვილმა და სხვებმა. სწორედ ბოკერიასა და მის ამ გუნდს დაუპირისპირდა "ნაციონალთა" ერთი ნაწილი, კერძოდ, ზურაბ მელიქიშვილი, მიშა მაჭავარიანი, გიგი წერეთელი, რამაზ ნიკოლეიშვილი, გიორგი თევდორაძე, ცეზარ ჩოჩელი, ბადრი ბასიშვილი და კიდევ რამდენიმე ისეთი პოლიტიკოსი, რომლებიც გიგა ბოკერიასა და ლიბერტარიანელთა იდეებისთვის თავის შეწირვას არ აპირებენ და თავის გადარჩენის გზებს მათ გარეშე ეძებენ.

 

 

რამაზ ნიკოლეიშვილმა, წლების წინანდელი სათქმელი, როგორც იქნა, უთხრა გიგა ბოკერიას: შენ "პიდარასტების" უფლებების დაცვას გადააყოლე პარტია, სააკაშვილიც შენ გააგიჟე და სწორედ ამიტომ არის, დღეს ასეთ შავ დღეში რომ ვართო. რამაზ ნიკოლეიშვილმა, მიშა მაჭავარიანმა, გიგი წერეთელმა და სხვებმა ბოკერიას გაახსენეს ქართული ეკლესიისა და კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ გამართული მთავალრაუნდიანი ბრძოლა და მიუთითეს, რომ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანია, ეკლესიასთან ამგვარი გავეშებული ბრძოლა ნებისმიერ პარტიას, საბოლოოდ, დამარცხებამდე მიიყვანდა.

 


ბოკერიამ ამ ხალხს სულ ფარისევლები უძახა: მე იმას მაინც ვაცხადებ, რომ ათეისტი ვარ და ეკლესიაც და პატრიარქიც ფეხებზე მკიდია, თქვენ კი, დილით მიშასთან ერთად ლოცულობდით და საღამოს მაგ თქვენ პატრიარქთანო. ბოკერიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გაახსენა თანაპარტიელებს, ეკლესიასა და პატრიარქს შეფარულად მხარი რომ არ დაეჭირათ ბიძინა ივანიშვილისთვის, არჩევნები სულ სხვა შედეგებით დასრულდებოდა, ხალხის დიდ ნაწილს სასულიერო პირებმა უბიძგეს ივანიშვილის მხარდასაჭერად და ჩემი ნება რომ იყოს, ამ ხალხის გამომთაყვანებელ პატრიარქსა და მღვდლებს საკუთარი ხელით დავხვრეტდიო…

 

 

გიგა ბოკერიამ "ნაციონალთა" ამ ვითომ კონსერვატიულ ფრთას შეახსენა, რომ ეკლესიასთან ბრძოლის, ქართული ტრადიციების, ქართული მენტალიტეტისთვის მიუღებელი დასავლური ღირებულებების საქართველოში იმპორტის შედეგად, ქვეყანაში მილიარდები შემოდიოდა და ამ ფულით, ვინც დღეს მებრძვით, იმათაც კარგად იხეირეთ, მილიონრები გახდით ყველანიო. ბოკერიამ ნიკოლეიშვილს უშუალოდ შეახსენა ამერიკელთა მიერ დაფინანსებული პროექტები, საიდანაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონების მინისტრმა, რამდენიმე მილიონი დოლარი "მოტეხა". ბოკერიამ კონკრეტული თანხებიც დაუსახელა ნიკოლაიშვილს, თუმცა, ამით ექსმინისტრი ვერ გააჩუმა;

 

 

რამაზ ნიკოლეიშვილმაც კონკრეტული თანხები დაუსახელა ბოკერიას, რომლებიც მას "ატკატის" სახით პარტიის "ობშიაკში" შეჰქონდა. ნიკოლეიშვილმა ბოკერიას ის პროექტებიც გაახსენა, რომელთაც არაოფიციალურად, ნაღდი ფულით უფინანსებდა მის ლიბერტარიანელ მხარდამჭერებს. გიგა ბოკერიას ამის შემდეგ, დაახლოებით ოცამდე დუპატატმა წამოაძახა, რომ საკუთარი ბიზნესიდან, ბოკერიას არაერთ უცნაურ ახირებას უფინანსებდნენ, მათ შორის, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების აქტივობებს, ასევე, მისი მეუღლის კუთვნილ ჟურნალსა და ტელევიზია "ტაბულაში", თურმე ათეულ ათასობით ისეთი რეკლამა მიჰქონდათ, რომელიც მათ ბიზნესს არაფერში სჭირდებოდა. ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებდნენ, რომ "ტაბულა" ფინანსურად უზრუნველეყოთ. ამ ლაპარაკში გაირკვა, რომ "ტაბულას" დაფინანსების 70% დავით კეზერაშვილს ჰქონდა აღებული თავის თავზე, დანარჩენს კი "ნაცდეპუტატების" ბიზნესი აფინანსებდა.

 


ბოკერიას ისიც შეახსენეს, რომ ამჟამად მის ცოლი, თამარ ჩერგოლეიშვილია "ნაცმოძრაობის" მთავარი იდეოლოგია და ის პარტია შორს ვერ წავა, რომლის იდეოლოგიასაც მისი ლიდერების ცოლები განსაზღვრავენ. პირდაპირ ისიც უთხრეს, რომ "ნაცმოძრაობას", სულ მცირე, რამდენიმე წელიწადი ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ გააჩნია. ამის დასტურად ამერიკაში მიშა სააკაშვილის უნაყოფო ვიზიტი დაასახელეს, როცა მიშას შეხვედრაზე უარი განუცხადეს რიგითმა ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა. არადა, ეს ხალხი, ცოტა ხნის წინ, სააკაშვილთან შეხვედრას დიდ პატივად თვლიდა და თბილისშიც მისი მოწვევით, არაერთხელ არიან ნამყოფი. ბოკერიას ისიც უთხრეს, რომ ევროპარლამენტის ის დეპუტატები, ადრე "ნაცმოძრაობის" პარტნიორებად რომ ითვლებოდნენ და ბევრ მათგანს თბილისში, "ნაციონალი" დეპუტატების სახლებშიც კი უცხოვრია, ლამის იყო და, ერთი თეფშიდან ჭამდნენ, ამ ქართველი დეპუტატების სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობენ.

 


მოკლედ, გიგა ბოკერიას "ბუნტოვშჩიკებმა" დაუმტკიცეს, რომ "ნაცმოძრაობამ" დასავლეთის ყველანაირი მხარდაჭერა დაკარგა, შესაბამისად, მათ აღარც ფინანსური მხარდაჭერა ექნებათ და ადგილობრივ არჩევნებში სრული კრახი ელოდებათ… გიგა ბოკერიამ ამდენი არგუმენტის მოსმენა აღარ ისურვა და პირდაპირ დააყენა საკითხი: ვისაც პარტიის დატოვება გინდათ, დღესვე დატოვეთ "ნაცმოძრაობა", არადა გაგრიცხავთ პარტიიდანო.

 


ცხადია, მოწინააღმდეგეებმა შეუტიეს ბოკერიას: სულ ფეხებზე გვკიდია "ნაცმოძრაობა", მაგრამ მაინც, პარტიიდან შენი მიღებულები გარიცხე, ვიდრე მიშას არ დაველაპარაკებით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთო. იქვე გიგი წერეთელმა სამართლიანად დასძინა: გიგა, როგორც ვატყობ, "ნაცმოძრაობა" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაიშლება და აღარც პარტიიდან გასარიცხი გეყოლება ვინმეო…. გივი თარგამაძემ ბოლო კოზირი გამოიყენა და ბოკერიას გუნდის ყველა მოწინააღმდეგეს შეახსენა, რომ მათ შესახებ მომაკვდინებელი კომპრომატები აქვს, თუ ბევრს იხტუნავებენ, ამ კომპრომატებს სამართალდამცავებს გადასცემენ და ამის საფუძველზე ყველა თქვენგანს მრავალწლიანი ციხე ემუქრებაო. თუმცა თარგამაძის მუქარამ არ გაჭრა. ბოკერიას მოწინააღმდეგეებმა ჩინებულად იციან მისი გუნდის წევრების სუსტი წერტილები, მათ შორის, გივი თარგამაძისაც, სულ ზეპირად იციან, ვინ რა უკანონობა ჩაიდინა წლების მანძილზე, რომელი უკანონო გზებით შოულობდნენ მილიონებს და სხვა. გივი თარგამაძეს კი ერთი ეს უთხრეს, — შენს ჩასვრილ ბიზნესს მიხედე, რაც ჩვენზე იცი, ათი იმდენი ვიცით შენზე და თუ "ჩაშვებაზე" მიდგა საქმე, მაშინ არც ჩვენ დაგინდობთო.

 


გიგა ბოკერიამ თავისი რომ ვერ გაიტანა, გიგი უგულავა ჩარია საქმეში. აი, უგულავას კი ოდნავ თავმოყვარეობაშერჩენილი "ნაცები" ვერც ადრე იტანდნენ, რადგან მათზე მეტი ნამდვილად არაფრითაა და სააკაშვილის ფავორიტობა მხოლოდ იმიტომ დაიმსახურა, რომ მისი ბინძური ზრახვებისა და ბრძანებების უსიტყვოდ აღმსრულებელი იყო. არაფრის მქონებელი უგულავა რამდენიმე წელში მილიარდერი თუ არა, მულტიმილიონერი გახდა. ჰოდა, ამ კაცმა რომ დაიწყო პროტესტანტთა ჭკუის დარიგება, ისინი სულ გადავიდნენ ჭკუიდან. უგულავას ის სისხლის სამართლებრივი საქმეები შეახსენეს, რის გამოც პროკურატურამ ბრალი წაუყენა, — წადი, შვილო, ჯერ ის საქმეები ჩაფარცხე და ჩვენ მერე დაგვარიგე ჭკუაო.

 


არც მისი ცოლი, ლელა კილაძე გამორჩენიათ, არც მერიისა თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან უგულავას მეუღლეზე დახარჯული უამრავი ფული — სულ კაპიკებში დაუთვალეს. რამდენიმე კაცმა ისიც უთხრა უგულავას, _ ამ პარტიას სწორედ იმიტომ ეტირა დედა, შენ და შენისთანების ცოლ-შვილი რომ გაძღა და პარტია ახლა გაგახსენდათ, მშივრები მოხვედით ხელისუფლებაში და სადაც ფულის მოსაპარი "დირკა" ნახეთ, ყველგან ცხვირი შეყავითო. უგულავა ვალში არ დარჩა და მოწინააღმდეგეებს შეახსენა, რომ ბევრი მართლა ცალი კალოშით იყო მოსული ხელისუფლებაში და დღეს მილიონერები არიან… "ნაციონალთა" თავყრილობაზე ბოლოს ისე აირია ყველაფერი, რომ ერთმანეთს აღარ უსმენდნენ, ყველა ხმამაღლა ყვიროდა და ერთიმეორეს, რაც იცოდნენ, იმ კომპრომატებს აძახებდნენ… "ნაცების" რამდენიმე დეპუტატმა უკევე დაიწყო კონსულტაციები "ქართულ ოცნებასთან". ისინი პარტიის დატოვების სანაცვლოდ, ხელშეუხებლობას ითხოვენ. ეს მათ თავისუფლებასაც ეხება და ბიზნესსაც", — წერს გაზეთი "ქრონიკა".

 

 

კომენტარები: 2
#2   roland shalamberidze
      
--საერტოდ ეცჰვი არ მეპარება რომ მგვდლები ,,გამოტაკვანებული ,,არიან, ეცჰვი არ მეპარება.--პატრიარხის მესჰვეობიტ ვრსელდება პოლიტიკური ,,ზაკაზები,---და საერტოდ ეგრეტ ცოდებული ,,საპატრიარხო,, არის ორგანიზცია-----რომელიც ასრულებ გარკვეულ მიტიტებეს ამა ტუ იმ პოლიტიკის მიერ.....მაგრამ არის ერტეულები, როგორს გვტისმსახურე--პეტრე-მორცმუნე და გმერტის გამააზროვნებელი.
9 მარტი 2014 15:22
#1   napoleoni
      
ვაა ტიჟოლაია კარტინაააააააა...
3 თებერვალი 2014 02:28
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი