რეაბილიტირებული სპორტული ცენტრი „იმედი“ იხსნება
30-09-2020, 17:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველ ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს ირაკლი გვილავასთან ერთად, რეაბილიტირებულ სპორტულ ცენტრ „იმედს“ დაათვალიერებს.  

 

 

საფეხბურთო ცენტრის რეაბილიტაცია თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული შენობა და მოედანი სრულად განახლდა; შეიცვალა შენობის სახურავი, კედლები და ფასადი. ასევე, დაიგო მოედნის საფარი, დამონტაჟდა განათების სისტემა და დამცავი ბადეები; სრულად განახლდა საცურაო აუზის სისტემა; მოეწყო ახალი გასახდელები და საშხაპე ოთახები. შესაბამისად, ცურვის შემსწავლელ ჯგუფებსა და საფეხბურთო სკოლას საშუალება ექნება, მოსწავლეები თანამედროვე გარემოში მიიღოს. 

 

 

სპორტული ცენტრების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვა, ყველა რაიონში სპორტული ცენტრების მშენებლობა და სპორტის სხვადასხვა სახეობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

 

 

სპორტული ცენტრის რეაბილიტაცია 2019 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი 499 449 ლარს შეადგენს.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი