რეაბილიტირებული სპორტული ცენტრი „იმედი“ გაიხსნა
01-10-2020, 13:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს ირაკლი გვილავასთან ერთად, რეაბილიტირებული სპორტული ცენტრი „იმედი“ დაათვალიერა. 

 

 

თბილისის მერის განცხადებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. 

 

 

„რეაბილიტაციის შედეგად განახლდა მოედნის საფარი; მოწესრიგდა საშხაპეები და გასახდელები; აქ იყო პატარა საცურაო აუზი ბავშვებისთვის, რომელიც სავალალო მდგომარეობაში გახლდათ და ესეც განახლებულია. ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქალაქში იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ხელი შევუწყოთ, დავნერგოთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. აუცილებელია,  ავუხსნათ მათ, რამდენად მნიშვნელოვანია იცხოვრონ ჯანსაღად“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

საფეხბურთო ცენტრის რეაბილიტაცია თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შენობა და მოედანი; შეიცვალა შენობის სახურავი, კედლები და ფასადი; დაიგო მოედნის საფარი, დამონტაჟდა განათების სისტემა და დამცავი ბადეები; განახლდა საცურაო აუზის სისტემა; მოეწყო ახალი გასახდელები და საშხაპე ოთახები. შესაბამისად, ცურვის შემსწავლელ ჯგუფებსა და საფეხბურთო სკოლას საშუალება ექნება, მოსწავლეები თანამედროვე გარემოში მიიღოს. 

 

 

სპორტული ცენტრების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვა, ყველა რაიონში სპორტული ცენტრების მშენებლობა და სპორტის სხვადასხვა სახეობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

 

 

სპორტული ცენტრის რეაბილიტაცია 2019 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტის ბიუჯეტი 499 449 ლარს შეადგენს.

 

 

რეაბილიტირებული სპორტული ცენტრი, დედაქალაქის მერთან ერთად,  დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა და თბილისის საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი