მიხეილ ჩხენკელი: „კორონავირუსის პანდემიამ აშკარად აჩვენა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სასიცოცხლო მნიშვნელობა საზოგადოებისთვის“
03-10-2020, 18:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა STS Forum-ის (Science and Technology in Society Forum) ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-17 ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა, სადაც 35 ქვეყნის წარმომადგენლებმა პოსტპანდემიურ პერიოდში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

 

 

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

 

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მრგვალ მაგიდაში. მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ამ რთულ პერიოდში ყოველწლიური ფორუმის მასპინძლობისთვის.

 

 

დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უპრეცედენტო მიღწევების ეპოქაში, რაც საზოგადოებისათვის ამოუწურავ შესაძლებლობებს ქმნის. ამავდროულად, კაცობრიობა სხვადასხვა საფრთხის წინაშე დგას და Covid-19-ის გლობალური პანდემია ამის ერთ-ერთი მაგალითია. კორონავირუსის პანდემიამ აშკარად აჩვენა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სასიცოცხლო მნიშვნელობა საზოგადოებისთვის. ჩვენი მისწრაფება ახალი ცოდნის საზღვრების გასარღვევად არის ქვაკუთხედი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში წინსვლისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ცოდნა ადამიანის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, დავძლიოთ დიდი სოციალური გამოწვევები და ვებრძოლოთ ჩვენ წინაშე არსებულ საფრთხეებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოდერნიზაცია და ინტერნაციონალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შესაქმნელად, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშესაწყობად", - განაცხადა ჩხენკელმა.

 

 

მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებას გულისხმობს. მისი თქმით, ქვეყანაში ხელსაყრელი პირობები იქმნება იმისათვის, რომ საქართველო ცნობილი მეცნიერების მოღვაწეობის მთავარ ადგილად იქცეს. ამ მიზანს ემსახურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დაარსება, რაც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიწყებს ფუნქციონირებას ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც მედიცინასა და ბირთვულ ფიზიკაში კვლევასა და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას მოემსახურება. სამინისტრო ხელს შეუწყობს KIU-ს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზე.

 

 

STS ფორუმი ყოვეწლიურად იმართება. წელს იგი დისტანციურ რეჟიმში 3-6 ოქტომბერს ტარდება და განსახილველ თემას Covid-19-ის გლობალური პანდემიით შექმნილი კრიზის დაძლევის გზების განხილვა წარმოადგენს. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, მეცნიერები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იღებენ.

 

 

 

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი