საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ლიტერატურულ პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას
13-10-2020, 16:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით,  მწერალთა სახლისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში ორი ღონისძიებით წარდგება.

 

 

წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, ჰიბრიდულ ფორმატი ჩატარდება – ღონისძიებების ნაწილს ქალაქის სხვადასხვა ლიტერატურული, კულტურულ-სახელოვნებო სივრცე უმასპინძლებს, ხოლო ონლაინ ფორმატში დაგეგმილი ღონისძიებების ნახვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.

 

 

14 ოქტომბერს, 20:00 საათზე (გერმანიის დროით), Roomers Frankfurt-ში, ბერლინში მცხოვრები ქართველი მწერალი იუნონა გურული წარადგენს თავის ახალ წიგნს “Mohnfelder” (Corvinus Presse, 2020), მოდერატორობას მას გერმანელი ლიტერატორი სუზან შმიდტი გაუწევს.

 

 

17 ოქტომბერს,15:20 საათზე (გერმანიის დროით), Bookfest Digital-ის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და ქართული ლიტერატურის შესახებ ქართველი მწერლების მონაწილეობით გადაღებული ფილმის ონლიან ჩვენება. ფილმში მონაწილეობენ: ზურაბ ქარუმიძე, სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, დავით გაბუნია და არჩილ ქიქოძე. ფილმი საქართველოს ეთნო-რელიგიურ-კულტურულ მრავალფეროვნებას, ოკუპაციას, ლიტერატურულ ცხოვრებასა და ისტორიას შეეხება.

 

 

500-წლიანი ისტორიის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ფორუმია, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ავტორი იღებს მონაწილეობას. საქართველო ბაზრობაზე მონაწილეობას 2007 წლიდან იღებს ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამით, სადაც ქართველი ავტორებისა და გამომცემლების მონაწილოებით უცხოენოვანი თარგმანების პოპულარიზაციისა და თარგმანის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება იმართება.

 

 

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგა. მრავალფეროვანი კულტურული, ლიტერატურული და საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში ქართულ ლიტერატურასა და კულტურას არაერთი ღონისძიება მიეძღვნა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი