"ეს იყო აშკარა ხულიგნობის ფაქტი,"- ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ქუთაისში რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე 3 პირის დაკავების ფაქტს. მღებრიშვილი ფიქრობს, რომ აქციის მონაწილეების დაკავება მათი პოლიტიკური შეხედულების გამო არ მომხდარა.
"პოლიტიკურია თუ არა ადვილია ამის შეფასება. იქ რაც ხდებოდა, ის იყო აშკარა ხულიგნობის ფაქტი. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკავება. მაგრამ მიმდინარეობს გამოძიება და დაადგენს გარემოებებს,"- აცხადებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.
rustavi2.com
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.