პროექტი „ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ დისტანციურ ფორმატში განხორციელდება
28-10-2020, 10:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

29 ოქტომბრიდან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, პროექტი „ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ დისტანციურ ფორმატში ჩატარდება.

 

 

„ქართული ხელოვნების მოღვაწეები საქართველოს მოსწავლეებისთვის“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ხელოვნება სკოლაში“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერება და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება. პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს: „სკოლა მუზეუმში,“ „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“.

 

 

პროექტის ფარგლებში, ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათზე, ყველა სკოლის მოსწავლესა და მასწავლებელს საშუალება ექნება, დისტანციურად მოუსმინოს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს, გაეცნოს მათ შემოქმედებას და დაუსვას მისთვის საინტერესო შეკითხვები. პირველი შეხვედრა გაიმართება 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან და მისი მოსმენა შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/3jGxb8R

 

 

პროექტი გაგრძელდება და გადაცემებში დისტანციურად მონაწილეობას ასევე მიიღებენ: დათო ტურაშვილი, დათო მაღრაძე, ლანა ღოღობერიძე და სხვა. გადაცემებს ხელოვნების ექსპერტი მაია დათუნაშვილი გაუძღვება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი