ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავის“ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
30-10-2020, 12:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლ „რუსთავისა“ და მისი სტრუქტურული ერთეულის – ხელოვნების აკადემია „მართვეს“ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

 

 

სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა: შენობის ნაწილობრივი გამაგრებითი სამუშაოები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ სარეპეტიციო დარბაზს, ცენტრალურ კიბეს, დარბაზის მიმდებარე სივრცეებს: კულისებს, ხმის ჩამწერ სტუდიასა და გასახდელებს. განახლდა შენობის ფასადები, დერეფნები და ოთახები. დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა; შენობის პერიმეტრზე მოეწყო წყალამრიდი და სადრენაჟე სისტემა; საკონცერტო დარბაზში დამონტაჟდა აუდიო გახმოვანება და დასრულდა საკონცერტო დარბაზის გათბობა-ვენტილაციის შიდა ქსელის მონტაჟი; შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

 

 

არტოს ბაღში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მასშტაბური რეაბილიტაცია 15 წელზე მეტია არ ჩატარებია.

 

 

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავი“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია საქართველოს სახალხო არტისტი ანზორ ერქომაიშვილი. მოცეკვავეებს კი ცნობილი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე ხელმძღვანელობს. ანსამბლს მსოფლიოს 80 ქვეყანაში 7000-ზე მეტი კონცერტი აქვს გამართული.

 

 

მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და სახელმწიფო პრემია. „რუსთავს“ სხვადასხვა დროს ფირფიტებისა და კომპაქტური დისკების სახით ჩაწერილი და გამოშვებული აქვს 800-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა-საგალობელი და მათი განსხვავებული ვარიანტები. ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაფუძნებული სტუდია „მართვე“ კი არაერთ სასწავლო-სახელოვნებო დარგს აერთიანებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი