დასახელდა „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ლონდონში ინგლისთან გასამართ მატჩში
12-11-2020, 19:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა, „შემოდგომის ერთა თასის“ პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

 

 

„რვა ერის“ პირველ რაუნდში საქართველო 14 ნოემბერს, ჩვენი დროით 19 საათზე ლეგენდარულ „თვიქენჰემზე“ ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონსა და 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტ ინგლისს ეთამაშება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რაგბის სამშობლოს უმთავრეს გუნდს მსოფლიო თასს მიღმა ვერკინებით.

 

 

აქამდე ინგლისთან ორჯერ გვითამაშია. 2003 წლის მსოფლიო თასზე, ავსტრალიაში, საქართველოსთვის მსოფლიო თასზე სადებიუტო მატჩში, მომავალმა ჩემპიონმა 84:6 იმარჯვა. 2011 წელს, ახალ ზელანდიაში, ინგლისს ერთი საათი თანაბრად ვეთამაშეთ, თუმცა გამოცდილმა მეტოქემ დასკვნით მეოთხედში სამი ლელოს გატანა მოახერხა და 41:10 იმარჯვა.

 

 

თითო მატჩი პირველ ტურამდე

 

 

„შემოდგომის ერთა თასის“ პირველ ტურამდე გუნდებმა თითო შეხვედრის გამართვა მოასწრეს, ხოლო თითო შეხვედრა პანდემიის გამო გადაიდო. ბორჯღალოსნებმა 8-თვიანი ლოკდაუნის შემდეგ პირველი მატჩი 23 ოქტომბერს, „მარიფილდზე“ შოტლანდიასთან გამართეს (7:48), 1 ნოემბერს რუსეთთან თბილისში გასამართი შეხვედრა კი გადაიდო.

 

 

ინგლისს 25 ოქტომბერს „ბარბაროსების“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ პანდემიამ ამის საშუალება არ მისცა, ორი კვირის წინ კი, 2020 წლის ექვსი ერის დასკვნით მატჩში, რომში იტალია მეორე ტაიმში გატეხა, ბონუსით, 34:5 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

 

 

ოთხი ცვლილება შერკინებაში

 

 

მარიფილდზე“ სამი კვირის წინ გამართული მატჩის შემდეგ, შერკინების ხაზში ოთხი ცვლილებაა.

 

 

პირველ ხაზში ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა მიხეილ ნარიაშვილმა, კვაჭის პოზიციაზე ძირითადში დაწინაურდა შალვა მამუკაშვილი, ხოლო მეორე ბურჯი ბექა გიგაშვილია, რომელმაც შოტლანდიაში ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

 

 

მეორე ხაზში გრიგორ ქერდიყოშვილს ლაშა ჯაიანი შეუწყვილდებაქერდიყოშვილმა წინა თამაშიც ძირითადში დაიწყო, ჯაიანი კი განაცხადში არ იყო. ორივე მეორეხაზელს აქამდე ნაკრებში ორ-ორი თამაში აქვს ჩატარებული.

 

 

მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს ბექა გორგაძემ და ბექა საღინაძემ, მეორე ფლანკერად კი მარქაფიდან გიორგი (კოკი) თხილაიშვილი დაწინაურდა.

 

 

ინგლისთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორკინალებნის კეპების ჯამი 254-ია.

 

 

ოთხი ცვლილებაა ხაზშიც, რომელთა კეპების ჯამი, ექვს მორაგბეზე 220-ს შეადგენს. ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონთან, ბორჯღალოსნების რიგებში დებიუტი ექნება სანდრო სვანიძეს, რომელიც თამაშს ფრთაზე იწყებს, მეორე ფრთა კი აკაკი ტაბუცაძე იქნება, რომელმაც შოტლანდიას ლელო გაუტანა და სამ შეხვედრაში 6 ლელო მოაგროვა. მას აქამდე მოედანი ლელოს გარეშე ჯერ არ დაუტოვებია.

 

 

ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, რომელიც შოტლანდიასთან მარქაფაში იყო. ტრავმა მოიშუშა და ინგლისთან თამაშს იწყებს ფულბეკი ლაშა ხმალაძე.

 

 

ცვლილებაა ღერძშიც, სადაც 9 ნომრის პოზიციაზე ძირითადში გელა აფრასიძე დაწინაურდა, მგეზავი კი თედო აბჟანდაძე იქნება.

 

 

მარქაფა

 

 

პირველი ხაზის მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ და ბურჯმა ლექსო ყაულაშვილმა. ისინი შოტლანდიასთან სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ამჯერადაც მარქაფაშია ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი.

 

 

მეორე ხაზში შეცვლაზე ოთარ გიორგაძეა, რომელსაც მესამე ხაზშიც შეუძლია თამაში, ხოლო მესამე ხაზში თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ, რომელსაც ბორჯღალოსნებში დებიუტი წელს, პორტუგალიასთან ჰქონდა და ახლა მეორე კეპს მოიხვეჭს.

 

 

შეცვლაზე ვიხილავთ 9 ნომერ ვასილ ლობჟანიძეს და უკანახაზელებს – დემე თაფლაძეს და სანდრო თოდუას. სამივე მორაგბე შოტლანდიასთან ძირითად შემადგენლობაში იყო.

 

 

შემოდგომის ერთა თასი. პირველი ტური

 

 

14 ნოემბერი. 19 საათი (საქ. დრო)

 

ლონდონი. თვიქენჰემი

 

ინგლისი – საქართველო

 

საქართველო

 

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (83 კეპი, 53 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (3 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (25 კეპი, 20 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (67 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. სანდრო სვანიძე (*), 10. თედო აბჟანდაძე (16 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (26 კეპი, 24 ქულა);

 

 

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (62 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (75 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (14 კეპი, 5 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (2 კეპი), 5. გრიგორ ქერდიყოშვილი (2 კეპი), 6. ბექა საღინაძე (13 კეპი, 5 ქულა), 7. გიორგი თხილაიშვილი (58 კეპი, 60 ქულა), 8. ბექა გორგაძე (28 კეპი, 40 ქულა);

 

 

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (59 კეპი, 15 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (15 კეპი, 5 ქულა), 18. ლექსო ყაულაშვილი (1 კეპი), 19. ოთარ გიორგაძე (26 კეპი, 25 ქულა), 20. თორნიკე ჯალაღონია (1 კეპი); 21. ვასილ ლობჟანიძე (52 კეპი, 40 ქულა), 22. დემე თაფლაძე (3 კეპი, 5 ქულა), 23. სანდრო თოდუა (86 კეპი, 65 ქულა).

 

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი