პროექტის „ასუნთქე მომავალი” ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკში 1000 ძირი გარემოსთან ადაპტირებული სხვადასხვა სახეობის ენდემური ხე დაირგვება
13-11-2020, 10:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, იური ნოზაძემ და ნინო თანდილაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანთან ერთად, გამწვანების პროექტში „ასუნთქე მომავალი“ მიიღეს მონაწილეობა.

 

 

„მე მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის მხარეს, რომელიც დღევანდელი აქციის ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერია. მოგეხსენებათ, ჩვენ კრწანისის ტყე-პარკის განახლება-რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ, რაც სხვა სამუშაოებთან ერთად, ამორტიზებული ხეების ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. პროექტის „ასუნთქე მომავალი”  ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკში 1000 ძირი გარემოსთან ადაპტირებული  სხვადასხვა სახეობის ენდემური ხე დაირგვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა იური ნოზაძემ.

 

 

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ კრწანისის ტყე-პარკის გამწვანებაში შეგვაქვს წვლილი. იცით, რომ გაუდაბნოება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. შესაბამისად, ჩვენ გვინდა ხეების დარგვით შევაჩეროთ ეს მტკივნეული პროცესი. თითოეულ ხეს აქვს დიდი მნიშვნელობა და ეს არ არის პოპულიზმი.  მოხარული ვიქნები, თუ 20 წლის შემდეგ, მექნება ამ პარკში, უკვე გაზრდილი ხეების ნახვის შესაძლებლობა“, - განაცხადა ფატმა სერენ იაზგანმა.

 

 

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიცირებულ პროექტს საქართველოში თურქეთის თანამშრომლობისა და კორდინაციის სააგენტო (TIKA) ახორციელებს. გამწვანების პროექტი მსოფლიოს 25 ქვეყანაში მიმდინარეობს. 

 

 

პროექტი „ასუნთქე მომავალი“ 2019 წლის 11 ნოემბერს დაიწყო, რომლის  ფარგლებშიც, მონაწილე ქვეყნებში, ჯამურად, 83 მილიონი ნერგი დაირგვება.

 

 

გამწვანების აქციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და ტყის სამინისტროს, ტყის მთავარი სამმართველოს, ასევე, არასამთავრობო სექტორის  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი