პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში ახალგაზრდებისთვის პიესების კონკურსი გამოცხადდა
16-11-2020, 10:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მწერალთა სახლთან ერთად, აცხადებს პიესების კონკურსს მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრების შესახებ.

 

 

კონკურსის მიზანს საქართველოში ევროპული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, სახელოვნებო დარგებში მეცნიერული თემატიკის ჩართვა, საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერების ცხოვრების ამსახველი პიესებისა თუ სპექტაკლების შექმნა და ახალგაზრდა, ჯერ კიდევ უცნობი, დრამატურგების  გამოვლენა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

 

პიესების კონკურსი 20-35 წლის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და მასში მონაწილეობის მსურველებს ევალებათ, შექმნან ერთ ან ორმოქმედებიანი პიესა მარი სკლადოვსკა კიურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

 

 

საკონკურსო განაცხადის წარდგენა 2020 წლის 10 დეკემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულადაა შესაძლებელი შემდეგ მისამართზე: writershousegeo@gmail.com

 

 

განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ კონფიდენციალური ჟიური განიხილავს საკონკურსო ნაწარმოებებს და 2020 წლის 17 დეკემბერს  გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო 2 600 ლარის ოდენობით.

 

 

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი