ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი გამოაქვეყნა
17-02-2014, 15:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი გამოაქვეყნა. განაჩენის სრულ ტექტს უცვლელად გთვაზობთ: 

 

 

"2014 წლის 17 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულების ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ.

 

 

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი დამნაშავედ არ სცნეს. სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებისა და მხარეთა განმარტებების შეფასებისა და საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა განაჩენი, რომლითაც ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ""ა"", ""დ"" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ""ბ"" ქვეპუნქტით (მითვისება, გაფლანგვა), 1641 მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე (სამსახურეობრივი გულგრილობა) და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 50000 ლარი.

 


ივანე მერაბიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებები (სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება- ორი ეპიზოდი) ამოერიცხა, როგორც ზედმეტად წარდგენილი და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ""ბ"" ქვეპუნქტით (ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ""დ"", მე-3 ნაწილის ""ბ"" ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ""ა"", ""დ"", მე-3 ნაწილის ""ბ"" ქვეპუნქტებით (მითვისება,გაფლანგვა), 1641 მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და საბოლოოდ 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენების შედეგად საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან, 2013 წლის 21 მაისიდან. დღეის მდგომარეობით, ივანე მერაბიშვილს მოსახდელი დარჩა 4 წელი, 3 თვე და 4 დღე. მას ასევე ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის და 6 თვის ვადით.

 

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით". -ნათქვამია სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში.

 

 

 

 

 

 

http://court.ge/courts/quTaisis_saqalaqo_sasamarTlo/?page=25&id=1095 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი