„თბილისის ბაროკო ფესტივალი“ დისტანციურ ფორმატში ჩატარდება
19-11-2020, 18:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

20­­­-25 ნოემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რიგით მეექვსე „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ დისტანციურ ფორმატში ჩატარდება.

 

 

კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება და მას მაყურებელი არ დაესწრება. დაგეგმილი კონცერტების მოსმენა შესაძლებელი იქნება ,,თბილისის ბაროკო ფესტივალის“ ოფიციალურ Facebook გვერდზე და ტელეარხზე „სილქ უნივერსალი“.

20 ნოემბერს ფესტივალს, „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, გახსნის ქართველი პუბლიკისთვის უკვე კარგად ცნობილი, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი, ფაგოტისტი სერჯო აცოლინი. შესრულდება ალბინონის, ვივალდის, ჯემინიანისა და კატანეოს ნაწარმოებები.

 

 

ფესტივალის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია ონლაინ ლექციები; მსმენელს საშუალება ექნება, მოისმინოს პროფესორების ნოდარ ლადარიასა და დავით გიგინეიშვილის, ასევე, მხატვარ გია ბუღაძის საინტერესო საუბრები ბაროკოს ეპოქაში სხვადასხვა მიმდინარე პროცესის შესახებ.

 

 

22 ნოემბერს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ წარმოადგენს მარიამ ალექსიძის ონლაინ შემეცნებით ვიდეო-წარმოდგენას - „გიორგი ალექსიძის ნეობაროკო“, სადაც მოგვითხრობს გიორგი ალექსიძისეულ ცეკვის სტილზე, ხოლო დასი წარმოადგენს გიორგი ალექსიძის მიერ ბაროკოს პერიოდის კომპოზიტორების მუსიკაზე დადგმულ კომპოზიციებს.

 

 

ფესტივალი 25 ნოემბერს დასრულდება. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი მსმენელს შესთავაზებს კონცერტს სახელწოდებით „იტალიური კონცერტები“, სადაც სოლისტების რანგში ორკესტრის მუსიკოსები თავად წარდგებიან მსმენელის წინაშე და ვივალდის, კორელის, მარჩელოსა და ჰენდელის ნაწარმოებებს შეასრულებენ.

 

 

„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია და იტალიის საელჩო საქართველოში. ფესტივალის ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი