თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი 13/2020“ ონლაინ ფორმატში ჩატარდება
20-11-2020, 18:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

20 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი 13/2020“ ონლაინ ფორმატში გაიხსნება.

 

 

კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, ,,არტისტერიუმი“ წელს განსხვავებული ფორმატით იმართება; ქართველი და უცხოელი ხელოვანების მონაწილეობით დაგეგმილი ონლაინ გამოფენების, ვიდეორგოლებისა და 12 წლიანი ისტორიის მქონე თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის, „არტისტერიუმის“ ფარგლებში 2008 წლიდან დღემდე გამოცემული კატალოგების, აფიშებისა და ბანერების ციფრული ვერსიების ნახვა შესაძლებელი იქნება ბმულზე: http://artisterium.org

 

 

,,არტისტერიუმი თბილისის თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც 2008 წლიდან იმართება და მოიცავს უცხოელი და ქართველი მხატვრების გამოფენებს, საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს. სახელწოდება ,,არტისტერიუმის“ ისტორია გასული საუკუნის 10-ან წლებიდან მოდის - თბილისში, ამავე სახელწოდების არტ-კლუბი ცნობილი იყო ინოვაციური გამოფენებით, პოეზიის საღამოებითა და დისკუსიებით.

 

 

პროექტის ორგანიზატორია ასოციაცია ,,არტისტერიუმი“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი