ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საიდუმლო მოლაპარაკებების გასამართად საუდის არაბეთში გაემგზავრა
23-11-2020, 18:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


(GUARDIAN.GE) - ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საიდუმლო მოლაპარაკებების გასამართად საუდის არაბეთში ჩაფრინდა, სადაც ტახტის მემკვიდრე პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება, იტყობინება BBC ისრაელის მედიაზე დაყრდნობით.

 


ეს პირველი შეხვედრა იქნება ორ ისტორიულად მტრულად განწყობილ სახელმწიფოთა ლიდერებს შორის, რაც კი დღემდე არის ცნობილი.

 


ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია. ორივე ქვეყანა აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეა. პრეზიდენტმა ტრმპმა ცოტა ხნის წინ იკისრა შუამავლის როლი დამყარებულიყო დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, ბაჰრეითან და სუდანთან.

 


ისრაელის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სხვა მედია საშუალებების რეპორტაჟების თანახმად, ნეთანიაჰუ და სადაზვერვო სამსახურის, „მოსადის“ ხელმძღვანელი იოსი კოენი საუდის არაბეთში, კვირა საღამოს პრინც მუჰამედთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ.

 


საუდის არაბეთი მიესალმა, თუმცა სიფრთხილით მოეკიდა ამ ნაბიჯებს და განაცხადა, რომ ის დაელოდება იმ დროს, როცა ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერება ხელი.

 


საუდის არაბეთის მაღალი თანამდებობის პირმა „The Wall Street Journal“-ს უთხრა, რომ ლიდერებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია და ირანის საკითხი, მაგრამ მნიშვნელოვანი შეთანხმებები არ ყოფილა მიღწეული.

 


ორშაბათს, ისრაელის მაღალი რანგის თანამდებობის პირებისგან შემდგარი დელეგაცია ასევე სუდანში გაემგზავრა და ესეც პირველი მსგავსი ვიზიტი იქნება ყოფილ მტრულ ქვეყანაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი