ბაიდენმა დაგმო ტრამპის საგარეო პოლიტიკა და განაცხადა, რომ „ამერიკა დაბრუნდა და მზად არის გაუძღვეს მსოფლიოს, ნაცვლად იმისა, რომ განზე გადგეს მისგან“
25-11-2020, 11:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ექვს მნიშვნელოვან თანამდებობაზე კანდიდატები წარადგინა და განაცხადა, რომ „ამერიკა დაბრუნდა და მზად არის გაუძღვეს მსოფლიოს, ნაცვლად იმისა, რომ განზე გადგეს მისგან“.

 


თუკი ბაიდენის წარდგენილ ავრილ ჰეინსს სენატი დაამტკიცებს, იგი პირველი ქალი იქნება, რომელიც აშშ-ის ეროვნულ დაზვერვას უხელმძღვანელებს; ალეხანდრო მაიორკასი კი პირველი ლათინო, რომელიც ჰოუმლენდის უსაფრთხოებას ჩაუდგება სათავეში.

 


დონალდ ტრამპი, რომელიც ჯერ კიდევ არ აღიარებს დამარცხებას და დაჟინებით იმეორებს, რომ 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, ბოლოს და ბოლოს დათანხმდა ძალაუფლების გადაცემას და ბაიდენს უკვე წვდომა ექნება ყოველდღიურ საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციაზე, რომელსაც პრეზიდენტს აწვდიან. ამავე დროს, ბაიდენს, რომელიც 20 იანვრის ინაუგურაციისთვის ემზადება, მთავრობის უმნიშვნელოვანეს ოფიციალურ პირებსა და მილიონობით დოლარზე ექნება ხელმისაწვდომობა.

 


რა თქვა ბაიდენმა?

 


უილმინგტონში, დელავერში, საუბრისას არჩეულმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ალიანსების ხელახლა აღდგენის საჭიროებასა და ამავეს დროს კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების აუცილებლობას. მისი თქმით, მსოფლიო ლიდერები „მოუთმენლად ელოდებიან შეერთებული შტატების, როგორც გლობალური ლიდერის ისტორიული როლის ხელახლა დაბრუნებას, როგორც წყნარ ოკეანისპირეთში, ასევე ჩრდილოატლანტიკურ სივრცესა და მთელ პლანეტაზე“.

 


NBC -ის ახალ ამბებთან საუბრისას მან თქვა: „ამ პრეზიდენტმა, პრეზიდენტმა ტრამპმა, შეცვალა ლანდშაფტი. ის გახდა - ამერიკა უპირველეს ყოვლისა - ამერიკა მარტო. ჩვენ აღმოვაჩინეთ ჩვენი თავი ისეთ მდგომარეობაში, სადაც ჩვენი ალიანსები შიშის ქვეშ იმყოფებიან“.

 


ბაიდენმა ასევე ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან ირლანდიის საზღვრის საკითხი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონთან და სხვა ლიდერებთან განიხილა.

 


ბაიდენმა, რომელიც ირლანდიური წარმოშობისაა, განაცხადა, რომ იგი დაგმანული საზღვრების წინააღმდეგია და აღნიშნა, რომ საზღვარი ღია უნდა დარჩეს: „იდეა, რომ საზღვარი ჩრდილოეთით და სამხრეთით კიდევ ერთხელ ჩაკეტილი იყოს, ეს უბრალოდ სამართლიანი არ არის“.

 

 

ბარაქ ობამას ადმინისტრაციის ორგზის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მისი თეთრ სახლში ყოფნა არ იქნება „ობამას მესამე ვადა“, რადგან „ჩვენ სრულიად განსხვავებული მსოფლიოს წინაშე ვდგავართ, ვიდრე ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ვიდექით“.

 


ბაიდენმა სამშაბათს ექვსი მნიშვნელოვანი ფიგურა დაასახელა.

 


ანტონი ბლინკენი - სახელმწიფო მდივანი. ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები მალე „თავდაჭერილობისა და ნდობის თანაბარი კრიტერიუმებით“ აღადგენს თავის ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან.

 


ჯონ ქერი - სპეციალურ დავალებათა ელჩი კლიმატის ცვლილების საკითხში. ყოფილი სახელმწიფო მდივანი ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი იყო პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებისა, რომლიდანაც პრეზიდენტი ტრამპი გამოვიდა. ქერიმ თქვა, რომ „მსოფლიო ერთად უნდა დადგეს, რათა კლიმატის კრიზისი დაასრულოს“.

 

 

ავრილ ჰეინსი - ეროვნული დაზვერვის დირექტორი

 


ალეხანდრო მაიორკასი - ჰოუმლენდის უსაფრთხოების მდივანი

 


ჯეიკ სალივანი - თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში

 


ლინდა თომას-გრინფილდი - შეერთებული შტატების ელჩი გაეროში

 


ასევე მოელიან, რომ ბაიდენი ფედერალური რეზერვის ყოფილ თავმჯდომარეს, ჯანეტ იელენს, ფინანსთა მდივნად წარადგენს. იელენი აშშ-ის ფედერალური რეზერვის პირველი ქალი თავმჯდომარე იყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი