ევროპელ მკვლევართა ღამეს მუზეუმები ვიდეოლექციებით უერთდება
26-11-2020, 12:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

26-27-28 ნოემბერს ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მუზეუმების ორგანიზებით ვიდეოლექციები ჩატარდება. მათი მოსმენა შესაძლებელი იქნება ბმულზე: www.captain2020.ge

 

 

 

ხელოვნებათმცოდნეები სამუზეუმო სივრცეებიდან ისაუბრებენ ისეთ საინტერესო და შემეცნებით თემებზე, როგორებიცაა: ძველი ქართული სამკაულის ისტორია,  ტაძარი და მისი სიმბოლიკა ქართულ ხუროთმოძღვრებაში, ქართული პლაკატის ისტორია, რესტავრაცია-კონსერვაცია მუზეუმში, რას მოგვითხრობენ მონეტები, ფიროსმანის პირადი საქმე, ბრიტანული წყაროები საქართველოს შესახებ, დავით კაკაბაძის სამეცნიერო მემკვიდრეობა გუგლის კულტურულ სივრცეში, ქართული ეროვნული კოსტიუმის ისტორია და სხვა.

ლექციების განრიგი იხილეთ ბმულზე

 

 

საქართველო წელს პირველად უერთდება ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“. მასში მონაწილეობას ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020-ის ასოცირებული 30 ქვეყანა იღებს. 2020 წლის 27-28 ნოემბერს პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ძირითადი ღონისძიებები, ფართომასშტაბიანი, მრავალდარგობრივი, შემეცნებითი, სახალისო, კულტურული, სპორტული აქტივობები, თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ზუგდიდში დისტანციურად ჩატარდება. „მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.

 

 

პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდი, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, მწერალთა სახლი, ასევე, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი