პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში ონლაინ კონფერენცია „მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობა“ ჩატარდა
27-11-2020, 18:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპელ მკვლევართა ღამისა და პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ეგიდით, Twinning-ის პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში, მეცნიერებისა და ბიზნესის თანამშრომლობის თემაზე ონლაინ კონფერენცია ჩატარდა. 

 

 

კონფერენციის მიზანი იყო მეცნიერებასა და ბიზნესს შორის ურთიერთობების განმტკიცება, სამართლებრივი ჩარჩო რეგულაციების შემუშავება-დახვეწა-გაუმჯობესება, საერთაშორისო კავშირების გაზრდა, სამეცნიერო კომუნიკაციისა და მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სტიმულირება. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა Twinning-ის ქართულ-ავსტრიულ-გერმანულ-ლატვიური კონსორციუმის სამომავლო გეგმების პრეზენტაცია. 

 

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის, უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი მაია შუხოშვილი, საქართველოში ევროკავშირის მისიის წარმომადგენელი, Twinning პროექტის ხელმძღვანელი ვოლფგანგ პოლტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროექტის თანამონაწილე ლიდერი ჯაბა სამუშია, Twinning-ის რეზიდენტი მრჩეველი ინეს გავარანე, აგრეთვე, Twinning-ის პროექტის საერთაშორისო ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები. 

 

 

ონლაინ კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გაიმართა.

 

 

საქართველო წელს პირველად უერთდება ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“. პროექტის ფარგლებში არაერთი შემეცნებითი და სახალისო ღონისძიება იმართება, მათ შორის, 26-27-28 ნოემბერს მუზეუმების ორგანიზებით ვიდეოლექციები ტარდება. სამუზეუმო სივრცეებიდან ხელოვნებათმცოდეების მიერ მომზადებული საინტერესო ლექციების მოსმენა შესაძლებელია ბმულზე: www.captain2020.ge

 

 

„მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას ემსახურება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი