სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაში „გზა ბიოდეგრადირებად შეფუთვისკენ საქართველოში“ მიიღო მონაწილეობა
02-12-2020, 19:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“  ფარგლებში გამართული ონლაინ შეხვედრა თემაზე „გზა ბიოდეგრადირებად შეფუთვისკენ საქართველოში“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

 

 

ონლაინ შეხვედრაში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი და ევროპელი ექსპერტები მონაწილეობდნენ. 

 


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას მხარდაჭერისათვის და ყურადღება სახელმწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტულობის და ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობის საკითხებზე გაამახვილა. 

 


„მოგეხსენებათ, 2019 წლიდან, ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. თუმცა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში პლასტიკით გარემოს დაბინძურება და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი დიდი რაოდენობით გამოყენება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამ მიზნით,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტის ინიციატივა, რაც აღნიშნული მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

 

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა შვედეთის მთავრობისა და საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის „დაიცავი საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ქვეყნისთვის ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის მომზადების მნიშვნელობაზე და  ხაზგასმით აღნიშნა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვეყანა გარემოს დაცვის პოლიტიკის წარმოების ახალ ეტაპზე გადადის, რაც ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას ემსახურება.

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  როგორც ბიოდეგრადირებადი შეფუთვის ზოგად სტანდარტებს და საკვებ პროდუქტებში გამოყენების ხარისხის ასპექტებს, ასევე, შესაფუთი მასალის მწარმოებლებისა და ქართული კომპანიების თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი