კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით „თანამედროვე ხელოვნების არქივი“ განახლდა
04-12-2020, 16:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამედროვე ხელოვნების არქივი განახლდა და მისი დათვალიერება შესაძლებელია ბმულზე: www.archive.propaganda.network

 

 

თანამედროვე ხელოვნების არქივი ორენოვანი მულტიმედიური ონლაინ პლატფორმაა და მისი მიზანია სისტემატიზაციაში მოიყვანოს და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია ქართული თანამედროვე ხელოვნების მემკვიდრეობისა და მიმდინარე პროცესების შესახებ.

 

 

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის - „თანამედროვე სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“ გამარჯვებულია. სამინისტროს მხარდაჭერით არქივს დაემატა 36 ხელოვანის ახალი პროფილი და შეივსო არქივზე არსებულ ხელოვანთა ძველი პროფილები, „პროცესის“ ინტერაქციულ ველში გაიზარდა ჩამონათვალი იმ მოვლენებისა, რომლებმაც ხელი შეუწყო ქართული თანამედროვე ხელოვნების სივრცის განვითარებას და მემკვიდრეობის შექმნას, გაიზარდა კონტრიბუტორთა ოდენობა კერძო არქივის სექციაში და გაუმჯობესდა ვებგვერდის ოპერაციული სისტემა.

 

 

ონლაინ პლატფორმას იყენებენ, როგორც სფეროთი დაინტერესებული პირები - ხელოვნების პროფესიონალები, მათ შორის სტუდენტები, ისე ფართო საზოგადოება. ვებგვერდის ვიზიტორები ფიქსირდებიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

 

 

„თანამედროვე ხელოვნების არქივის პროექტს საფუძველი 2013 წელსზაზა დარასელის ფონდის ხელშეწყობით ჩაეყარა. 2018 წელს არქივმა მიიღო სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერა. არქივარიუსთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობ ონლაინპლატფორმისთვის შიგთავსის მომზადებასა და მის გამდიდრებაზე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი