ქართული ხალხური სიმღერის დიდოსტატის, თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოხატავს
09-12-2020, 21:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ქართული ხალხური სიმღერის დიდოსტატის, თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო.

 


„საუკუნის ხმა“ - ასე უწოდა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ თემურ ქევხიშვილს - ქართულ ხალხურ სიმღერაზე უზომოდ შეყვარებულ ხელოვანს.

 

 


„ქართლ-კახური მღერის დიდოსტატი, უნიკალური მეორე ხმა, დაუვიწყარი მისეული-თემურისეული ვარიანტების შემსრულებელი - ისეთი, ერთხელ რომ მოისმენ და არასოდეს დაგავიწყდება, არავისში აგერევა… ლეგენდარული „გორდელას" ერთ-ერთი დამაარსებელი მომაჯადოებელი, ხავერდოვანი ხმითა და შემსრულებლობის განსაკუთრებული მანერით შეიყვარა ხალხმა.

 


თემურ ქევხიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენასა და გავრცელებაში. 90-იან წლებში, ომიანობის დროს, მაშინ როცა ქვეყანაში არავის ემღერებოდა, იგი ბავშვებს ქართულ ხალხურ სიმღერას ასწავლიდა. „საქართველოს სიმღერის მასწავლებელი” (როგორც მას ხალხმა შეარქვა) - ათი წლის განმავლობაში უძღვებოდა სატელევიზიო გადაცემას ,,ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები”. ლოტბარი სიცოცხლის ბოლომდე თავდადებით ემსახურა ქართულ ხალხურ მუსიკას.

 


„ქართული ხალხური სიმღერის სიყვარული მხოლოდ სიმღერის სიყვარული კი არა, სამშობლოსა და პიროვნების სიყვარულია. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, ხალხურ სიმღერაზე ძვირფასი არაფერი გაგვაჩნია” - ამ სიტყვების მთქმელმა დიდმა მაესტრომ - თემურ ქევხიშვილმა აღზარდა საქართველოში თაობები, რომლებიც დღეს უნიკალური ქართული მრავალხმიანი სიმღერის ტრადიციას აგრძელებენ…

 


თემურ ქევხიშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული კულტურისათვის…

 


თანავუგრძნობთ მთელ ქვეყანას“, ნათქვამია „ფოლკლორის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 1
#1   Zac
      
It's hard to find knowledgeable people about this topic, but you seem like you know what you're talking about!
Thanks

Also visit my blog post; Sammy
12 ნოემბერი 2021 05:59
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი