კახა კალაძე: მომღერლები ცუდ მდგომარეობაში არიან და ისინი მონაწილეობას მიიღებენ საახალწლო კონცერტებში
15-12-2020, 17:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომღერლები მონაწილეობას მიიღებენ საახალწლო კონცერტებში, რომლებიც, საახალწლოდ, საშობაოდ და ძველით ახალ წელს გაიმართება. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. 

 

 

როგორც თბილისის მერმა განმარტა, პანდემიამ კულტურის სფეროს მწვავე პრობლემები შეუქმნა. მისი თქმით, ამ ვითარებაში საჭიროა სოლიდარობა. 

 

 

„კულტურის სფეროს წამომადგენლები თქვენთვის ადამიანები არ არიან? არ მიგაჩნიათ ადამიანებად და თქვენ გგონიათ, მათ არ აქვთ პრობლემები? ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც სერიოზული პრობლემები შეექმნა, არის კულტურის სფერო. მე ადამიანებს არ დავტოვებ მარტო ამ პრობლემების პირისპირ. მაქსიმალურად ექნებათ ჩვენგან ხელშეწყობა და თანადგომა. როდესაც ვსაუბრობთ სოლიდარობაზე, მნიშვნელოვანია, ამ რთულ ვითარებაში ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში. მომღერლები არიან ცუდ მდგომარეობაში და ისინი მიიღებენ საახალწლო კონცერტში მონაწილეობას, რათა, ამ რთულ ვითარებაში, მოსახლეობას შეუქმნან კარგი განწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

თბილისის მერის განცახდებით, კონცერტები ასევე გაიმართება შობას და ძველით ახალ წელს. 

 

 

„ეს არ არის ერთი კონცერტი. კონცერტები გაიმართება ასევე შობას და ძველით ახალ წელს. ყველას ანაზღაურება მოხდება. გარდა ამისა, 2021 წლის ბიჯეტში გამოყოფილია 350 მილიონი, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც გაუჭირდა ამ რთულ პერიოდში“,- განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი