ნარიყალას ციხე-სიმაგრე ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დასახელდა
18-12-2020, 09:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნარიყალას ციხე-სიმაგრე ევროპაში მდებარე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დასახელდა.

 

 

აღნიშნულ ჩამონათვალში ასევე შესულია ახენზის რკინიგზა ავსტრიის ქალაქ ტიროლში, მოდერნ თეატრის შენობა ბულგარეთის ქალაქ სოფიაში, მიროგოის სასაფლაო კომპლექსი ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, სან დენის ეკლესია საფრანგეთის ქალაქ სენტ ომერში, მწვანე სისტემა გერმანიის ქალაქ კოლონში, ხუთი სამხრეთ ეგეოსის კუნძული საბერძნეთში, ჯუსტის ბაღი იტალიის ქალაქ ვერონაში, პალაცო ძენობიო იტალიის ქალაქ ვენეციაში, დეჩანის მონასტერი კოსოვოში, ცენტრალური ფოსტის შენობა მაკედონიის ქალაქ სკოპიეში და სან ხუანის სამლოცველო ესპანეთის ქალაქ კანტაბრიაში.

 

 

თითოეული ძეგლი შეირჩა როგორც გამორჩეული კულტურული ღირებულების, ასევე, მის მიმართ არსებული მნიშვნელოვანი საფრთხის მიხედვით. გარდა ამისა, შერჩევისას განიხილებოდა ამ ძეგლების გადასარჩენად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონე, საჯარო თუ კერძო სექტორის პასუხისმგებლობა, ძეგლის პოტენციალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

 


განსაკუთრებულისაფრთხის ქვეშ მყოფი 12 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საერთაშორისო საკონსულტაციო კომისიის მიერ იქნა შერჩეული, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ისტორიის, არქეოლოგიის, არქიტექტურის, კონსერვაციის, პროექტის ანალიზისა და ფინანსების ექსპერტები.

 

 

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფარგლებში საბოლოოდ შერჩეული ძეგლები 2021 წლის მარტში დასახელდება.

 

 

ნარიყალას ციხე-სიმაგრე ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია საქართველოში. თბილისის ისტორიულ ცნობებში ნარიყალას ციხე-სიმაგრე პირველად IV საუკუნის ბოლოს მოიხსენიება. ამ დროიდან თბილისი ევროპულ რუკებზე ტრანსკავკასიის მნიშვნელოვან ქალაქად ფიქსირდება. ამავე საუკუნის რომაელთა საგზაო რუკა „ტაბულა პევტინგერიანა“ თბილისს ფილადოს (ჰილადოსი) სახელით აღნიშნავს.

 

 

1827 წელს ძლიერმა მიწისძვრამ ნარიყალას გამაგრების შიდა ნაწილი თითქმის გაანადგურა, ხოლო მისი გარე კედლები საგრძნობლად დააზიანა. ამჟამად ნარიყალა ორ ნაწილად - ქვედა და ზედა გამაგრებად იყოფა. ქვედა გამაგრების ნაწილობრივი აღდგენის შედეგად გადაკეთდა კოშკები, კედლები და რამდენიმე ბასტიონი. ამჟამადნარიყალას ციხე-სიმაგრეს ნგრევის საფრთხე ემუქრება.

 

 

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამას ახორციელებს ევროპა ნოსტრაევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და შემოქმედებითი ევროპის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და სამოქალაქო საზოგადოების კამპანიის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ევროპაში მდებარე საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის გადარჩენას ისახავს მიზნად. პროგრამა ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას, დამოუკიდებელი შეფასების მომზადებასა და სამოქმედო რეკომენდაციების შემუშავებას.

 

 

მიუხედავად იმის, რომ პირდაპირი დაფინანსება პროგრამაში გათვალისწინებული არ არის, საფრთხის წინაშე მყოფი ძეგლების იდენტიფიცირება ხშირად ახდენს აუცილებელი საზოგადოებრივი და კერძო მხარდაჭერის სტიმულირებას, მათ შორის ფინანსების მობილიზაციის კუთხით.

 

 

პირველად პროგრამის არსებობის ისტორიაში, საფრთხის წინაშე მყოფი მემკვიდრეობის თითოეულძეგლს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს EIB Heritage Grant-ი 10,000 ევრომდე თანხის ოდენობით. EIB Heritage Grant-ი შესაძლოა გადაეცეს უფლებამოსილ და შერჩეულ 7 Most Endangered გამარჯვებულ ობიექტს, შეთანხმებული საქმიანობის განსახორციელებლად, რომელიც გამიზნული იქნება საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის გადარჩენისთვის.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი