რუსეთის მიერ გაგრის მიმართულებით საზღვრის 11 კილომეტრით გადმოწევას მარგველაშვილი შემაშფოთებელს უწოდებს
22-01-2014, 14:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში, 11 კილომეტრით სასაზღვრო ზოლის გაფართოებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

 

"ცალსახაა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი ფაქტიურად უსაფრთხოების სრულ კონტროლს ფლობს ამ ტერიტორიაზე, ეს არ არის უბრალოდ ტექნიკური ნაბიჯი, არამედ, მას გააჩნია გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა" - განაცხადა მარგველაშვილმა ბრიფინგზე.

 

მისი თქმით, ქართულ მხარეს მიაჩნია, რომ ეს ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს.

"აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ და აღვნიშნოთ, რომ ქართულმა მხარემ სრული მზადყოფნა გამოთქვა, აქტიურად იყო ჩართული სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში" - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

ამასთან, მან ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველოს არცერთი მოქალაქე და ხელისუფლება არ შეეგუება ქვეყნის ტერიტორიის ოკუპირებას.

"მეორე და ასევე მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ არც მსოფლიო თანამეგობრობა შეეგუება ამ ფაქტს. სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე ყველა ქვეყანა აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. შესაბამისად, მიგვაჩნია რომ აბსოლუტურად სწორ პოზიციაზე ვდგავართ, როდესაც მუდმივად საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვით, ჩვენი პარტნიორების გააქტიურებით, ვცდილობთ კონსტრუქციულად, მაგრამ პრინციპულად გადავჭრათ არსებული პრობლემა" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

საოკუპაციო რეჟიმის მთავარი საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით, 20 იანვრიდან 21 მარტამდე, მდინარე ფსოუდან საზღვარმა აფხაზეთის სიღრმეში, გაგრის მიმართულებით 11 კილომეტრით გადმოიწია. გაგრასთან გადმოწეულ ე.წ. სასაზღვრო ზონაში, რაიონის 8 დასახლებული პუნქტი ხვდება. ამის მიზეზად, სოჭის ოლიმპიადისთვის მიღებული უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები დასახელდა.

 

 

 

 

http://www.newspress.ge/politika/35580-margvelashvilis-thqmith-rusethis-mier-sazghvris-gadmotseva-ubralod-teqnikuri-nabiji-ar-aris.html

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი