ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ „Moderna“, „კოვიდ-19“-ის მეორე ვაქცინად დაამტკიცა
19-12-2020, 10:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ „Moderna“, როგორც „კოვიდ-19“-ის მეორე ვაქცინა დაამტკიცა. მანამდე კი საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გზა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას გაუხსნა, რომელიც უკვე გამოყენებაშია და უკეთდება შტატების მოსახლეობას.

 


ამერიკამ „მოდერნას“ 200 მილიონი დოზის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და უახლოეს პერიოდში 6 მილიონი დოზის განაწილება მოხდება. აშშ-ს მთელ მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა და სიკვდილიანობა აქვს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, აშშ-ში დაახლოებით 17.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 313 500 გარდაიცვალა.

 


რეგულატორების განცხადებით, „მოდერნას“ ვაქცინა უსაფრთხოა და 94%-ით ეფექტურია.

 


იგი ტრანსპორტირებისას დაახლოებით -20C ტემპერატურას საჭიროებს, რაც ნორმალურ გაყინვადაა მიჩნეული. აშშ-ის კორპორაცია Pfizer-ის და გერმანიის BioNTech-ის ვაქცინის ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის კი თითქმის -75C-ია საჭირო, რაც მის ტრანსპორტირებას გაცილებით ართულებს. Pfizer-ის ვაქცინის მსგავსად, Moderna-ს ვაქცინაც მეორე დოზას საჭიროებს, თუმცა Moderna-ს ვაქცინის მეორე დოზა პირველი ინექციიდან 28 დღის შემდეგ გაკეთდება, განსხვავებით Pfizer-ისგან, რომლის მეორე დოზაც 21 დღის შემდეგ უნდა გაკეთდეს.

 


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, „მოდერნას“ ვაქცინის დამტკიცების შესახებ ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებამდე „თვითერზე“ დაწერა, რომ ვაქცინა „ძლიერ იქნა მოწონებული“ და მისი მიწოდება „დაუყოვნებლივ დაიწყება“. „გილოცავთ, მოდერნას ვაქცინა ახლა ხელმისაწვდომია“, - დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 

 

არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რომელმაც ვაქცინა ორშაბათს უნდა გაიკეთოს, განაცხადა, რომ Pfizer-ის და Moderna -ს ვაქცინები „ჩვენი ნათელი ხვალინდელი დღეების უზრუნველმყოფი იქნება“, მაგრამ დაამატა, რომ „კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი