სავარაუდოდ, მეხის დაცემით დაზიანებული სლესის ციხის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო პროცესი მომავალი წლის პირველივე თვეებიდან დაიწყება
19-12-2020, 11:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სლესის ციხის სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო პროცესს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომავალი წლიდან წარმართავს. ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე საფორტიფიკაციო ნაგებობის საკონსერვაციო პროექტის მომზადებას სააგენტო 2021 წლის პირველივე თვეებში უზრუნველყოფს, რომლის საფუძველზე ფიზიკური სამუშაოები უკვე გაზაფხულიდან დაიწყება.

 


საპროექტო დოკუმენტაცია 1948 წელს არქიტექტორ ვ. წილოსანის მიერ გამოხაზულ ანაზომებსა და 1977 წელს განხორციელებული რეაბილიტაციისას რესტავრატორთა ჯგუფის მიერ შესრულებულ ანგარიშებს დაეფუძნება, რომლებიც სააგენტოს არქივშია დაცული.

 


დიდი ალბათობით, ისტორიული ნაგებობის ჩრდილოეთ მხარის კოშკის ჩამოშლილი ფრაგმენტის რესტავრაციისა და მისი აქტიტექტურული სეგმენტების კომპლექსური რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესს ფონდი „ქართუ“ განახორციელებს, რომელთანაც ეროვნული სააგენტოს წინასწარი შეთანხმება უკვე აქვს.

 


სტრუქტურული სეგმენტების კონსერვაციის დაწყებამდე ციხის ტერიტორია ქვის ნაშალი და მიწაყრილი ფენებისაგან არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ გაიწმინდება. დეგრადირებულ არეალებზე საპირე ქვები მოიხსნება და ახალი წყობებით აღდგება. ციხის რელიეფის სირთულიდან გამომდინარე, მომზადდება მშენებლობის ორგანიზების პროექტი, რომელიც დეტალურად გაითვალისწინებს უსაფრთხოების ნორმების დაცვით ხარაჩოების მოწყობის პრინციპებსა და სქემებს. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გამაგრდება კლდის ეროზირებული და გამოფიტული ქანები, რომლებიც ნალექის ზემოქმედების შედეგადაა დაშლილი და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

 


საფორტიფიკაციო ნაგებობის შიდა სივრცე და მიმდებარე არეალი ხე-მცენარეებისაგანაც გასუფთავდება, რაც არქიტექტურული ძეგლის ვიზუალურად წარმოჩენას შეუწყობს ხელს. გაწმენდის თანმდევად შესამუშავებელი სარებილიტაციო-საკონსერვაციო პროექტი სლესის ინფრასტრუქტურულ მოწყობასა და ტურისტულ სივრცედ ადაპტირებასაც მოიცავს. საშუალოვადიანი სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდგომ კი სლესის ციხე სამცხე ჯავახეთის ერთ-ერთ თვალსაჩინო ტურისტულ მიმართულებად იქცევა. წინასწარი მონაცემებით, სლესის ციხის არქეოლოგიური გაწმენდის, კონსერვაციისა და ინფრასტრუქტურული მოქყობის პროექტი 2 წელიწადს გასტანს.

 


სლესის ციხის კოშკის სამხრეთ-დასავლეთი ფრაგმენტი რამდენიმე დღის წინ ჩამოიშალა. ადგილოვრივად მცხოვრებ თვითმხილველთა განმარტებით, ნგრევა ქვის საპირე წყობაზე დაცემულმა მეხმა განაპირობა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არსებული მდგომარეობა სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის არქტიტექტორ-რესტავრატორის მიერ 18 დეკემბერს შეფასდა, რომლის ფარგლებში განისაზღვრა სამომავლო ქმედებების გეგმა და საჭიროებები.

 

 

ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი