სენატის უმრავლესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის წარსამართად სენატის საგანგებო სესიას არ მოიწვევს
13-01-2021, 23:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - სენატის უმრავლესობის ლიდერის, მიტჩ მაკკონელის წარმომადგენელმა, სულ ახლახან დაადასტურა, რომ კენტუკელი „რესპუბლიკელი“ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის წარსამართად სენატის საგანგებო სესიას არ მოიწვევს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონგრესის ზედა პალატა - სენატი, რომელსაც საბოლოო სიტყვა ეთქმის იმაზე, არის თუ არა პრეზიდენტი დამნაშავე, 19 იანვრამდე ვერ შეიკრიბება, შესაბამისად, ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურისთვის დრო აღარ რჩება, რადგან 20 იანვარს უკვე არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია იმართება და ტრამპი ისედაც ტოვებს თეთრ სახლს. თუმცა, ამის მიუხედავად ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი სენატში ბაიდენის პრეზიდენტობისას მაინც გაგრძელდება. თუმცა, ამის მიუხედავად ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი სენატში ბაიდენის პრეზიდენტობისას მაინც გაგრძელდება.

 


ამ წუთებში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ დებატები მიმდინარეობს.

 

 

იმპიჩმენტის რეზოლუციაზე დებატები წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გახსნა და თქვა, რომ ისინი, ვინც თავს დაესხნენ კონგრესს გასულ კვირას, არა პატრიოტები, არამედ „შიდა ტერორისტები“ იყვნენ, რომლებიც  პრეზიდენტის სიტყვებმა გამოაგზავნა.

 

 

დებატებისას „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ჯიმ ჯორდანმა განაცხადა, რომ „დემოკრატებს“ „პრეზიდენტის გაუქმება სურთ“. იმპიჩმენტის ნაცვლად ფოკუსირება „ერის გაერთიანებაზე“ უნდა მოხდეს, დაამატა კანონმდებელმა ოჰაიოდან.

 


„7 დღეში, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა იქნება, როგორც ეს ყველა სხვა დროს იყო ხოლმე ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ „დემოკრატები“ კვლავ იმპიჩმენტს უცხადებენ პრეზიდენტ ტრამპს. ეს არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ეს არ არის ის გზა, რომელიც დაეხმარება ჩვენს სახელმწიფოს გასული კვირის იმ ტრაგიკული და საშინელი ამბების გამკლავებაში, რომელსაც ჩვენ ყველა ვგმობთ“, განაცხადა ჯორდანმა.

 

 

„რესპუბლიკელების“ - უმცირესობის ლიდერმა წარმომადგენელთა პალატაში, კევინ მაკკარტიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტს აკისრია პასუხისმგებლობა 6 იანვარს კონგრესზე განხორციელებულ თავდასხმაზე, მაგრამ მისი იმპიჩმენტი „შეცდომა“ იქნებოდა. 

 


„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ნიუ ჯერსიდან ჯეფ ვან დრუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მეორედ იმპიჩმენტი კვლავ გახლეჩს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

 

 

წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერმა სტენი ჰოიერმა განაცხადა, რომ დღეს ტრამპის იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერას 10-20  განდგომილი „რესპუბლიკელისაგან“ მოელის. 

 

 

ექვსმა „რესპუბლიკელმა“ კანონმდებელმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ისინი ხმას მისცემენ ტრამპის იმპიჩმენტს.

 

 

ესენი არიან: დენ ნიუჰაუსი - ვაშინგტონიდან; ჯონ კატკო - ნიუ იორკიდან; ჯემი ჰერერა ბოიტლერი - ვაშინგტონიდან; ადამ კინზინგერი - ილინოისიდან; ფრედ აპტონი - მიჩიგანიდან; ლიზ ჩეინი - ვაიმონგიდან. 

 

 

ტრამპის იმპიჩმენტის მეორედ დაყენების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 6 იანვარს, აშშ-ის კონგრესზე თავდასხმა განხორციელდა. „დემოკრატების“ მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში წარმომადგენელთა პალატის მესამე, ყველაზე წამყვანი წევრი, „რესპუბლიკელი“ ლიზ ჩეინი ჩაერთო, რომელიც ამბობს, რომ ტრამპის იმპიჩმენტს მისცემს ხმას.

 


უფრო ადრე პრეზიდენტმა კონგრესში შეჭრაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა.

 

 

კონგრესის წარმომადგენელთა პალატა სავარაუდოდ დღესვე, დებატების დასრულების შემდეგ უყრის კენჭს ტრამპის იმპიჩმენტს ამბოხების წაქეზების ბრალდებით, და ამით იგი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელსაც იმპიჩმენტს ორჯერ გამოუცხადებენ.

 

 

რა თქვეს წარმომადგენელთა პალატაში დებატებამდე „რესპუბლიკელებმა“?

 


ლიზ ჩეინიმ, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის ქალიშვილმა, პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს ტრამპის იმპიჩმენტს. ეს კი, როგორც BBC იტყობინება, პირველი შემთხვევაა, რიჩარდ ნიქსონის თეთრ სახლში ყოფნის შემდეგ, როცა პრეზიდენტის საკუთარი პარტიის ლიდერი ამგვარ ნაბიჯს გადადგამს. ჩეინიმ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „არასდროს ყოფილა უფრო დიდი ღალატი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა მისი ოფისისა და მისი კონსტიტუციის წინაშე ფიცისადმი“.

 


წარმომადგენელთა პალატის სხვა ორმა „რესპუბლიკელმა“ წევრმა, ჯონ კატკომ და ადამ კინზინგერმა ასევე განაცხადეს, რომ ხმას მისცემენ ტრამპის იმპიჩმენტს.

 


წარმომადგენელთა პალატის ლიდერმა, კევინ მაკკარტიმ, ტრამპის მოკავშირემ, რომელმაც თქვა, რომ ეწინააღმდეგება იმპიჩმენტს, გავრცელებული ცნობებით, გადაწყვიტა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემაზე ხელი არ შეუშალოს.

 


გაზეთ „The New York Times“-ის თანახმად, სენატის „რესპუბლიკელების“ ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა თავის უახლოეს გარემოცვას უთხრა, რომ იგი კმაყოფილია იმით, რომ „დემოკრატებს“ პრეზიდენტის იმპიჩმენტი სურთ, რადგან მას სჯერა, რომ ეს ტრამპის „რესპუბლიკური პარტიიდან“ ჩამოცილებაში დაეხმარებათ.

 


„The Washington Post“-ის მიხედვით კი, მაკკონელმა თავის მეგობრებს ასევე ისიც უთხრა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაულები და იმსახურებს იმპიჩმენტს.

 


აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორება და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის უარი „დემოკრატებს“

 


სამშაბათს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 223-205 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს, კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებით დაეხმაროს ტრამპის გადაყენებაში. მაგრამ იმავე დღეს, უფრო ადრე პენსმა უკვე უარი უთხრა „დემოკრატებს“ ამგვარ თხოვნაზე, რაც კონსტიტუციაში შესწორების მე-4 პარაგრაფის გამოყენებით უზრუნველყოფდა პრეზიდენტის ჩამოცილებას ოფისიდან. ეს მუხლი ნებას რთავს კაბინეტს გადააყენოს პრეზიდენტი თუკი მიიჩნევენ, რომ იგი უუნაროა, შეასრულოს თავისი უფლებამოსილება.

 


წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსისადმი გაგზავნილ წერილში პენსი ამბობს: „ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, 25-ე შესწორება არ ის დასჯის ან უზურპაციის საშუალება. 25-ე შესწორების გამოყენება ამგვარი გზით, საშინელ პრეცედენტს შექმნის“.

 


პენსის მიერ უარის თქმა კი იმას ნიშნავს, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობას „დემოკრატები“ წარმოადგენენ, ტრამპის იმპიჩმენტს კენჭს უყრიან და თუკი იქ ეს საკითხი გავიდა, რისი ალბათობაც ძალიან დიდია, პროცესი სენატში გადაინაცვლებს, რომელმაც საბოლოო სიტყვა უნდა თქვას, არის თუ არა დამნაშავე აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, თუმცა როგორც სენატის ლიდერის, მიტჩ მაკკონელის წარმომადგენელმა სულ ახლახან დაადასტურა, კენტუკელი „რესპუბლიკელი“ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის წარსამართად სენატის საგანგებო სესიას არ მოიწვევს.

 


მანამდე, The New York Times“-ი წერდა, რომ 20-მდე „რესპუბლიკელი“ სენატორი მზაობას გამოხატავს პრეზიდენტის იმპიჩმენტისადმი. ტრამპის დასადანაშაულებლად კი კონგრესის ზედა პალატის - სენატის - წევრთა უმრავლესობის 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო, რაც, როგორც BBC წერს, იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე 17-მა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა უდა მისცეს ხმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

 

 

„დემოკრატები“ იმპიჩმენტის კენჭისყრას ასევე იმაშიც გამოიყენებენ, რომ დაბლოკონ ტრამპი იმისაგან, რომ მან ოდესმე კიდევ შეძლოს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის დაკავება. ტრამპმა უკვე აჩვენა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

 


რა განაცხადა ტრამპმა?

 


2020 წლის 6 იანვრის არეულობის შემდეგ, ტრამპი საჯაროდ პირველად გამოჩნდა და არ ჩანდა, რომ ინანიებდა თავის კომენტარებს, რომელიც დემონსტრაციაში მონაწილე მხარდამჭერებისადმი გააკეთა მანამ, ვიდრე ისინი კონგრესის დარბაზებში შეიჭრებოდნენ.

 


„რაც მე ვთქვი, სრულიად მართებული იყო“, განაცხადა ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვრის გამყოფ კედელთან გამგზავრებამდე. „მე ძალადობა არ მინდა“.

 


მან რეპორტიორებს ასევე უთხრა: „ეს იმპიჩმენტი უზარმაზარ აღშფოთებას იწვევს, და თქვენ ამას აკეთებთ, და ეს ნამდვილად საშინელი რამაა, რასაც ისინი აკეთებენ“.

 


ტრამპმა განაცხადა, რომ „ნამდვილი პრობლემა“ ის რიტორიკა იყო, რომელსაც „დემოკრატები“ იყენებდნენ გასული წლის საპროტესტო გამოსვლებისა და ძალადობის დროს, ლოზუნგით - „Black Lives Matter“ („შავკანიანთა სიცოცხლეს მნიშვნელობა აქვს“).

 


იმპიჩმენტის საქმის განხილვა ემყარება ტრამპის განცხადებებს თეთრ სახლთან გამართული დემონსტრაციის დროს, ვიდრე მისი მხარდამჭერები კონგრესის წარმომადგენელთა პალატაზე შეტევას შეეცდებოდნენ.

 


ტრამპმა 6 იანვარს, კონგრესში მისი მხარდამჭერების შეჭრამდე, კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ-ის 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და დაჟინებით მოუწოდა შეკრებილებს გადაენაცვლათ კონგრესისკენ, რადგან კონგრესი აპირებდა ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების დამტკიცებას.

 


მან მხარდამჭერებს მოუწოდა წარმართულიყვნენ კონგრესისკენ „მშვიდობიანად და პატრიოტულად“, რათა „მათი ხმა შეესმინათ“, მაგრამ ამავე დროს „ებრძოლათ ჯოჯოხეთურად“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი