საქართველოში მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა იწყება
25-01-2021, 18:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალურად გამოაცხადეს მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის დაწყების შესახებ. კვლევა „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში (VCA4D) ჩატარდება.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას სურთ გააძლიერონ თანამშრომლობა მტკნარი აკვაკულტურის სფეროში, რისთვისაც გათვალისწინებულია ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება. პირველ ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე  საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და ევროკავშირისათვის VCA4D-ის ექსპერტთა ჯგუფის წარდგენა მოხდა.

 

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჯორჯ დეუმ და ევროკომისიის წარმომადგენელმა, მეთიუ ბრუკმა გახსნეს. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა  ღირებულებათა ჯაჭვის შესახებ, იმსჯელეს კვლევის ფარგლებში მოსალოდნელ გამოწვევებზე და მხარეთა თანამშრომლობისათვის საჭირო პლატფორმის შექმნაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს აკვაკულტურის სფეროს პრიორიტეტულობას და აღნიშნეს ამ მიმართულებით საქართველოს მიერ უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები, მათ შორის, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს დაამტკიცა. აღინიშნა, რომ სამინისტროში მიმდინარეობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება. ასევე, იგეგმება აკვაკულტურის დარგში სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება, რაც დაარეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს აკვაკულტურის სფეროში და შექმნის საფუძველს ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს წლების განმავლობაში  გაწეული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა  მომავალშიც გაგრძელდება. 

 

საქართველო მდიდარია მტკნარი წყლის რესურსებით, რაც, განსაკუთრებით მცირე მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის, ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაციისა და ადგილობრივი ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების შესაძლებლობების შექმნის გზით, მნიშვნელოვნად განაპირობებს აკვაკულტურის განვითარებას. საქართველოსთვის, რომელიც თევზის იმპორტიორი ქვეყანაა, აკვაკულტურის განვითარებას დადებითი შედეგი ექნება. მეტიც, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აკვაკულტურის პროდუქტების ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. 
2021 წლის გაზაფხულზე, დაგეგმილია  VCA4D-ის ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლა, შემდეგ კი, საბოლოო ანგარიშის მომზადება და წარდგენა. VCA4D-ის ფარგლებში, საქართველოში აკვაკულტურის კვლევას ჩაატარებს საერთაშორისო და ქართველი ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი. 

 

VCA4D პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ევროპის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების ჯგუფი (Agrinatura), რომელიც სპეციალიზებულია სასოფლო-სამეურნეო კვლევებში და ევროპის მასშტაბით 35-ზე მეტი წევრი ჰყავს.
სასოფლო-სამეურნეო და თევზჭერის განვითარების, ინკლუზიურობისა და მდგრადობის შესახებ მტკიცებულებებზე დამყარებული ცოდნის მისაღებად, VCA4D ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზს ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პერსპექტივიდან ატარებს. აღნიშნულ ინტერდისციპლინარულ და, ძირითადად, რაოდენობრივ ინფორმაციას პოლიტიკაში, პროგრამებსა და მოლაპარაკებებში გადაწყვეტილების მიმღები პირები იყენებენ. მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულია ან მიმდინარეობს 40 მსგავსი კვლევა. 
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ევროკავშირის ვებგვერდს:  https://eu4georgia.ge/ 
დამატებითი ინფორმაციისათვის პროექტისა და VCA4D-ის პროექტის მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ ეწვიეთ VCA4D-ის ვებგვერდს, ან მიმართეთ VCA4D-ის პროექტის მართვის ერთეულს: vca4d@agrinatura-eu.eu

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი