ლევან დავითაშვილი: „ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული ახალი რეგულაციები გაზრდის მწარმოებელთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას”
28-01-2021, 11:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტი ონლაინ ფორმატში  გამართულ მორიგ  შეხვედრაზე განიხილა. 

 

 

„ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული რეგულაციები გაზრდის მწარმოებელთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს, ეს არის ტრანსპორტი და სამრეწველო ობიექტები. სამრეწველო საწარმოებიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, სამინისტრომ მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რაც საწარმოების სათანადო ფილტრაციის სისტემებით აღჭურვას და ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების  უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის  დანერგვას ითვალისწინებს. ახალი რეგულაციების შემოღება უზრუნველყოფს სამრეწველო სექტორიდან გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

 

 

შეხვედრაზე მინისტრმა და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ბიზნესასოციაციის წევრებს საქმიანობის ის სფეროები გააცნეს, რომლებზეც ახალი რეგულაციები გავრცელდება. ამასთან, განიხილეს ფილტრაციის სისტემის უქონლობის შემთხვევაში გათვალისწინებული გამკაცრებული საჯარიმო სანქციების პაკეტი, რომელსაც შემაკავებელი ეფექტი ექნება. ახალი მოთხოვნები ძალაში მიმდინარე წლის  ივნისიდან უნდა შევიდეს.

 

 

შეხვედრაზე, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტზე მუშაობის პროცესში სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა ასოციაციასთან. 

 

 

სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი 60-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი