ჩინეთმა უმკაცრესად გააფრთხილა ტაივანი, რომ მისი დამოუკიდებლობა „ნიშნავს ომს“
29-01-2021, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


(GUARDIAN.GE) - ჩინეთმა ძალიან მკაცრად გააფრთხილა ტაივანი, რომ მისი მცდელობები პეკინისგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს, „ნიშნავს ომს“. როგორც BBC იუწყება, აღნიშნულ გამაფრთხილებელ განცხადებას წინ უძღოდა პეკინის სამხედრო აქტივობები და კუნძულის სიახლოვეს სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნა. ამასთან, პეკინისთვის გამაღიზიანებელია ის ფაქტი, რომ ტაივანი ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს.

 


28 იანვარს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ტაივანის სამხედრო აღჭურვილობის განმტკიცებას.

 

 

ჩინეთი ტაივანს თავისი ტერიტორიის სეპარატისტულ წარმონაქმნად მიიჩნევს, ხოლო ეს უკანასკნელი კი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ აცხადებს.

 

 

„ჩვენ სერიოზულად ვეუბნებით ტაივანის დამოუკიდებელ ძალებს: ისინი, ვინც ცეცხლს ეთამაშებიან, საკუთარ თავს ამოიბუგავენ ამ ცეცხლში, და ტაივანის დამოუკიდებლობა ნიშნავს ომს“, განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ვუ ქიანმა 28 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

მან ასევე დაიცვა ჩინეთის ამჟამინდელი სამხედრო აქტივობები და აღნიშნა, რომ ეს „საჭირო ქმედებებია, რომელიც ტაივანის სრუტეში ახლანდელი უსაფრთხოების სიტუაციისკენ არის მიმართული და ემსახურება ეროვნული სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას“.

 

 

ჩინეთის განცხადების საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა 28 იანვარს, მოგვიანებით, განცხადება გააკეთა. „მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კომენტარები სამწუხაროა და უდავოა, რომ ის არაპროპორციულია ჩვენს განზრახვებთან მიმართებაში, რომელიც „ტაივანთან ურთიერთობების აქტის“ ქვეშ ჩვენს ვალდებულებებს შეესაბამება“, თქვა პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ და დაამატა, რომ პენტაგონი „ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა იქცეს ტაივანის გარშემო არსებული დაძაბულობა კონფრონტაციის მიზეზად“.

 

 

1949 წელს, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ჩინეთსა და ტაივანს თავიანთი, ცალ-ცალკე მთავრობები ჰყავს, თუმცა პეკინი ტაივანს თავისი ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

 

 

მოელიან, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია შეინარჩუნებს ზეწოლას ჩინეთზე მთელი რიგი საკითხების გარშემო, მათ შორის ადამიანის უფლებების, სავაჭრო უთანხმოებების, ჰონგ-კონგისა და ტაივანის მიმართულებით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი