ზაზა ხატიაშვილი: მინდა ვკითხო ივანიშვილს, ამდენი ტყუილი როგორ იკადრა?
22-01-2014, 14:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გიორგი ბადაშვილის დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა.


"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაფრად ჩააგდო სამოქალაქო სექტორის პოზიცია და მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კრიმინალური წარსულის მქონე ოთარ ფარცხალაძის მიყვანილი კადრი დანიშნა. ახალი მთავარი პროკურორის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ გიორგი ბადაშვილი მუშაობდა ფინანსური პოლიციის აჭარის სამმართველოს გამომძიებლად. 2011 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს უფროსად. 2013 წლის მაისიდან ნოემბრამდე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 2013 წლის 22 ნოემბრიდან - საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად. სამოქალაქო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ფინანსურ პოლიციაში ვიზიტის შემდეგ, თუ როგორ ნახულობდნენ საქართველოს მოქალაქეები კეთილ სიზმარს და როგორ ჩუქნიდნენ ქონებას სახელმწიფოს.

 

ფინანსური პოლიციის კადრის დანიშვნა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე იქნება იმ პოლიტკის გაგრძელება, რასაც აწარმოებდა სააკაშვილის რეჟიმი სამოქალაქო სექტორთან მიმართებაში, რაც ნამდვილად არ ყოფილა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ქართული ოცნება. 2013 წლის 22 ნოემბრიდან გიორგი ბადაშვილის დანიშვნა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად, საეჭვოდ დაემთხვა 2014 წლის 08 იანვარს ქ.თბილისის პროკურატურის შენობაში, პროკურორ ლევან ბაჩიაშვილის მიერ, ადვოკატ რომეო საჯაიაზე თავდასხმის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. საქართველოს უახლესი ისტორია მსგავს ფაქტს არ იცნობს. როგორც ყოველთვის ხდება, პროკურატურამ დამალა და არ გაასაჯაროვა ვიდეომასალა, რომელიც აფიქსირებს ყველა დეტალს. ეს საგმირო საქმე მთავარი პროკურატურის მაშინდელი საგამოძიებო ნაწილის უფროსის და დღევანდელი მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის გარეშე, რა თქმა უნდა, არ გადაწყდებოდა.


პარადოქსია, რომ დღესდღეობით პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი მუშაობს თავის ადგილზე და ალბათ, ემზადება სხვა ადვოკატზე თავდასხმისთვის. თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განსაკუთრებულ ლტოლვას კრიმინალური წარსულის მქონე პირების თანმდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ პროკურორ ლევან ბაჩიაშვილს სავარაუდოდ, დააწინაურებენ. ისმის კითხვა, რას უნდა ველოდოთ სამოქალაქო საზოგადოება? ქართული ოცნების ახდენას? ქართული ოცნება ხომ უკვე აიხდინეს ივანიშვილის მოყვანილმა წესიერმა თანამდებობის პირებმა, რომლებიც გაღატაკებული ბიუჯეტის ფონზე, 100 000-ლარიან ჯიპებზე გადასხდნენ.


ივანიშვილ-ღარიბაშვილის ლოგიკით, თურმე ეს ყოფილა ქართველი ხალხის ქართული ოცნება, რამაც მიგვიყვანა 1 ოქტომბრის არჩევნებზე. ნუთუ ჩვენ, ქართველი ხალხი, უმადურები უნდა ვიყოთ და ეს ღირსშესანიშნავი ფაქტი არ უნდა დავუფასოთ ივანიშვილს? უბრალოდ, მინდა ვკითხო ივანიშვილს, ამდენი ტყუილი როგორ იკადრა წინაასარჩევნოდ? თუ მისთვის ზურაბ ადეიშვილი იყო სანიმუშო ჩინოვნიკი, მისი გამოზრდილი კადრებით აპირებდა სახელმწიფოს მართვას და სამოქალაქო საზოგადოების ტერორს, რატომ მოგვატყუა სამოქალაქო საზოგადოება და არჩევნების წინ არ განგვიცხადა ყოველივე ამის შესახებ? ქართველი ხალხის მოტყუება არავის შერჩენია, არ შერჩება არც ივანიშვილს, იგი მიიღებს იმას, რაც მან დათესა. მსოფლიო ისტორიის გაკვეთილებს თუ გავითვალისწინებთ, ივანიშვილს სწორედ ადეიშვილის კადრები აგებინებენ პასუხს ყვლაფერზე, რაც მან სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში ჩაიდინა".

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი