ლევან დავითაშვილი USAID-ის მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერს შეხვდა
01-02-2021, 16:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს,  პიტერ ვიბლერს შეხვდა.

 

 

მხარეებმა აგრარული და გარემოს დაცვის მიმართულებებით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

 

ლევან დავითაშვილმა პანდემიის პირობებში ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და სოფლის მეურნეობის დარგში განსახორციელებელი პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

 

 

„2020 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში შექმნილი დამატებული ღირებულება 14%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.  გასულ წელს განხორციელებული თხილის ექსპორტის ღირებულება კი, 44%-ით მეტია, ხოლო თხილის მოსავლის ხარისხი, გაცილებით მაღალი, რაც USAID-ის მხარდაჭერით ფაროსანას წინააღმდეგ ქვეყანაში გატარებული ღონისძიებების შედეგია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

როგორც პიტერ ვიბლერმა აღნიშნა, USAID-ს ახალი სტრატეგიული სამოქმედო გეგმა აქვს, სადაც პრიორიტეტული კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხებია.

 

 

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა უფრო წარმატებული და პროდუქტიული იქნება, ვიდრე პანდემიის პირობებში იყო. პიტერ ვებლერმა აღნიშნა, რომ USAID განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით.

 


შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელი მარიკა ოლსონი მონაწილეობდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი