ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის მითითების შესაბამისად, სტრატეგიული სიმაღლე უნდა გადასცემოდა აზერბაიჯანს, რადგან მას ეს სჭირდებოდა და ამ სტრატეგიულ სიმაღლეს ავტომატურად გააყოლეს უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტური
05-02-2021, 08:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცხადია, რომ ყველა კარგად არ იცნობს დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსის გეოგრაფიას. ამით სარგებლობს ადამიანების ერთი ნაწილი და მავნებლურად მანიპულირებს დავითგარეჯას კომპლექსში შემავალი დასახელებებით, რათა ტყუილი სურათი შექმნას და დახატოს.

 


საქმე ის გახლავთ, რომ დღეს დავითგარეჯა კრებსითი სახელია გარეჯის უდაბნოს სივრცეში ერთმანეთისგან სხვადასხვა დაშორებით მდებარე რამდენიმე მონასტრისა, რომელთაგან თითოეულს თავისი სახელი და ისტორია აქვს - ლავრა, უდაბნო, ჩიჩხიტური, ნათლისმცემელი, დოდოს რქა და ასე შემდეგ.

 


როცა, ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ სტრატეგიული სიმაღლე აზერბაიჯანს დავუთმე და დავითგარეჯა საქართველოში უნდა დარჩენილიყოო, ეს იმთავითვე ტყუილია და მხოლოდ ადამიანების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

 


სტრატეგიული სიმაღლის დათმობა ავტომატურად გულისხმობდა დავითგარეჯას კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილის - უდაბნოს მონასტრის დათმობასაც, რომელიც სტრატეგიული სიმაღლის გადაღმა მდებარეობს.

 


არადა 1938 წლის მდგომარეობით და რუკით, რომელსაც უნდა დაყრდნობოდა საზღვრის დამდგენი კომისია, უდაბნოს მონასტერი საქართველოს ტერიტორიაზე იყო.

 


მაგალითად, ბერთუბანი, ასევე ქართული კულტურის ნაწილი, 1938 წლის მდგომარეობით მდებარეობდა აზებაიჯანის ტერიტორიაზე და ამიტომ მასზე საქართველო პრეტენზიას არ აცხადებს, ხოლო უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტური მდებარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე.

 


სტრატეგიული სიმაღლე მდებარეობს ქედის თხემზე და სწორედ მის ქვემოთ სულ რაღაც ოც მეტრში იწყება უდაბნოს მონასტერი, ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, ოთხმოცამდე კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულით, რომელთაგან რამდენიმეს უნიკალური კედლის მხატვრობა ამშვენებს.

 


ანუ ქედზე არის სტრატეგიული სიმაღლე, ქედის აქეთ არის ლავრა, ქედის იქით უდაბნოს მონასტერი და ქედის გაყოლებაზე რამდენიმე კილომეტრში ჩიჩხიტური, ყველაფერ ამას ერთად და კიდევ სხვასაც დავითგარეჯას ვეძახით.

 


საბოლოოდ, პრეზიდენტის სიტყვების მიხედვით იკვეთება სურათი, რომლის მიხედვითაც კომისია საზღვრის დადგენაზე კი არ მუშაობდა, არამედ საზღვარს ავლებდა პრეზიდენტის მითითების შესაბამისად. ამ მითითების მიხედვით კი სტრატეგიული სიმაღლე უნდა გადასცემოდა აზერბაიჯანს, რადგან მას ეს სჭირდებოდა (ცალკე საკითხია, საქართველოს რატომ არ სჭირდებოდა და რა მივიღეთ მის სანაცვლოდ?!) და ამ სტრატეგიულ სიმაღლეს ავტომატურად გააყოლეს უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტური. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაიკავეს სტრატეგიული სიმაღლე და საქართველოს მოქალაქეები აღარ გაუშვეს უდაბნოს მონასტრისკენ.

 


სხვა საკითხია, რამდენად აქვს ვინმეს, თუნდაც პრეზიდენტს, ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღების უფლება და რა ფასი ჰქონდა ამ კომისიის მუშაობას.

 


ასევე სრულიად აუხსნელი ფენომენია, რა ამოძრავებს და აერთიანებს ადამიანების ერთ წყებას, რომელიც, განურჩევლად იმისა, ერკვევა თუ არა ამ საკითხში და ნამყოფია თუ არა გარეჯში, აკვიატებული თავგამოდებით ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორია საქართველოს არ ეკუთვნის. როგორც ჩანს, ეს ფსიქოლოგების საკვლევი თემაა.

 

 

ვასილ მაღლაფერიძე,

 

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე

 

 

წყარო: Facebook-ი

 

 

შენიშვნა: მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის მაისში - იმ დროს, როცა იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო - განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, საქართველოს მეგობართან, ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილეს. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 12 მაისს. სააკაშვილის აღნიშნული კომენტარი პრეზიდენტის ვებგვერდზეა განთავსებული. დაბლა იხილეთ ვიდეო:

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი