ეროვნული არქივის რვა ხელნაწერი იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეიტანეს
21-10-2015, 03:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რვა უძველესი ხელნაწერი იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეიტანეს.


როგორც ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილების უფროსმა მანანა ჭუმბურიძემ განაცხადა, რამდენიმე დღის წინათ იუნესკომ მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტებს შორის შეიტანა არქივის 8 ხელნაწერი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც დაწესებულებისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის.


"ორი წლის წინათ იუნესკომ მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტებს შორის შეემატა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიული ატლასი და საქართველოს ისტორია. წელს კიდევ 8 ხელნაწერი შევიდა, რომელიც მოიცავს მე-9- მე-14 საუკუნეებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას მნიშვნელობას მატებს კიდევ ის, რომ პალიფსესტებია შესული. ეს არის ტყავზე დაწერილი ორფენიანი ხელნაწერი. პალიფსესტი არის გადაფხეკილ ტყავზე ხელმეორედ დაწერილი ხელნაწერი. ზედა ფენა ზოგიერთი ხელნაწერის არის მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნის, ხოლო ქვედა ფენა მოიცავს მეცხრე-მეათე საუკუნეებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხელნაწერები მოიცავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას და მნიშვნელოვან ეტაპებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესასწავლად", - განაცხადა მანანა ჭუმბურიძემ.


ქართული ხელნაწერი იმ 47 კოლექციასა და დოკუმენტს შორის მოხვდა, რომელიც რეესტრს 2015 წელს შეემატა.


იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში შეტანილი და საერთაშორისო დონეზე დაცულია ეროვნული აქრივის მიერ წარდგენილი უძველესი ხელნაწერების კოლექცია, რომელშიც შედის: 1. ანბანდიდების სახარება, IX საუკუნე. ეტრატი. სახარება იმ ძალზედ იშვიათ ხელნაწერთა რიგშია, რომლებიც თავიდან ბოლომდე ნაწერია ქართული დამწერლობის უძველესი სახით - ასომთავრულით. 2. ფსალმუნები, X საუკუნე, ორი ფურცელი, ეტრატი, ფრაგმენტი, ასომთავრული. ამ ხელნაწერის სხვა ნაწილი, ასევე ფრაგმენტული სახით დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 3. ლექციონერი, X საუკუნე, 1 ფურცელი, ეტრატი, ფრაგმენტი, ასომთავრული, ლექციონარების ტრადიცია, როგორც ცნობილია, ლიტურგიკურ მიმართულებაში ადრევე მოისპო. 4. ნევმირებული ძლისპირი X-XII საუკუნეები, 2 ფურცელი, ეტრატი, ფრაგმენტი, ნუსხური, ხელნაწერის ფრაგმენტი, რამდენიმე ძველ ქართულ მანუსკრიპტთნ ერთად, ქართული სანოტო ნიშნების უნიკალურ სისტემას ინახავს. ასევე 4 პალიმფსესტი.


იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრი ამჟამად შეიცავს 348 დოკუმენტსა და კოლექციას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი