თეატრ „გლობუსს“ სანდრო მრევლიშვილის სახელი მიენიჭა
10-02-2021, 20:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

10 თებერვალს, გამოჩენილ ქართველ თეატრალურ რეჟისორს, სანდრო მრევლიშვილს, დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრ „გლობუსს“, მისი, როგორც დამფუძნებლის, სახელი მიენიჭა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


„სანდრო მრევლიშვილის სახელს ქართული თეატრის ისტორიაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება, მან არაერთი თაობა აღზარდა და ოთხი თეატრი დაარსა. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა სრულად გაიზიარა თეატრალური საზოგადოების მოთხოვნა, რომ სანდრო მრევლიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრ „გლობუსს“ მისი სახელი მიენიჭოს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან ეს თეატრი გაათმაგებული პასუხისმგებლობით განაგრძობს იმ შემოქმედებას, რომელსაც სანდრო მრევლიშვილი ეწეოდა მისი ცხოვრების მანძილზე“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.

 

 

სანდრო მრევლიშვილი 1958 წელს ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1959 წელს გიორგი ტოვსტონოგოვის რჩევით სწავლა განაგრძო ლენინგრადის თეატრალურ აკადემიაში, რომელიც 1963 წელს დაასრულა.1963-1966 წლებში დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1966-1973 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორი. 1973 წელს დააარსა სახელმწიფო ახალგაზრდული თეატრ-სტუდია „მეტეხის თეატრი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე. 1994 წელს დააარსა თეატრი „ძველი სახლი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში. 2004 წელს რეჟისორის ინიციატივით და მისი პროექტის მიხედვით აშენდა თეატრი „გლობუსი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე. 2014 კვლავ დაინიშნა იგივე„გლობუსის“ სამხატვრო ხელმძღვანელად და აღნიშნულ თანამდებობას, გარდაცვალებამდე იკავებდა.

 


სანდრო მრევლიშვილს დადგმული აქვს 100-ზე მეტი სპექტაკლი. აღსანიშნავია მისი დრამატურგიული მოღვაწეობაც. მისი პიესების კრებული მოიცავს 11 პიესას. ამასთანავე, ათწლეულების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. ის არის ორი სახელმძღვანელოს ავტორი.

 


სხვადასხვა წლებში სანდრო მრევლიშვილს მიღებული აქვს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ღირსების ორდენი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის ჯილდო, გიორგი ერისთავის სახელობის პრემია და სახელმწიფო პრემიასპექტაკლისთვის “მარტორქები ორკესტრში“.

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი