დონალდ ტრამპი გამართლდა - აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა
14-02-2021, 08:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. კონგრესის ზედა პალატაში იმპიჩმენტის წინააღმდეგ 43-მა სენატორმა მისცა ხმა, მომხრე კი 57 იყო, მათ შორის „რესპუბლიკელებიც“, თუმცა იმპიჩმენტისთვის სენატის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა იყო საჭირო.

 

 

ტრამპი დამნაშავედ შვიდმა „რესპუბლიკელმა“ ცნო, თუმცა იმისათვის, რომ მისი იმპიჩმენტი შემდგარიყო, დემოკრატების გარდა 17 „რესპუბლიკელი“ სენატორის მიერ ხმის მიცემა იყო საჭირო.

 


გამართლების შემდეგ, ტრამპმა განცხადება გამოაქვეყნა და კონგრესში მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი „ისტორიაში კუდიანებზე ყველაზე დიდ ნადირობად“ შეაფასა.

 

 

კენჭისყრის შემდეგ, მთავარმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ტრამპი პასუხისმგებელი იყო კაპიტოლიუმზე თავდასხმაში და ამას პრეზიდენტის „მოვალეობიდან საზიზღარი, საზიზღარი გადახვევა“ უწოდა. მიუხედავად ამისა, მან ტრამპის იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცა ხმა და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც იგი უკვე პრეზიდენტი არ არის, მისი იმპიჩმენტი არაკონსტიტუციურია. სწორედ მაკკონელი, სენატის უმრავლესობის ლიდერი იყო მთავარი იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება სენატში 20 იანვრამდე, ბაიდენის ინაუგურაციამდე არ შემდგარიყო.

 


ტრამპს, 6 იანვარს კაპიტოლიუმში მისი მომხრეების შეჭრის გამო, ამბოხების წაქეზებაში სდებდნენ ბრალს. თუკი მას სენატი დამნაშავედ ცნობდა, მას სამუდამოდ აეკრძალებოდა თეთრი სახლის ისევ დაკავებისთვის ბრძოლა, ტრამპი კი, როგორც ცნობილია, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

 


დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელსაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი