ირაკლი აბუსერიძე: გარეშე ძალებს არ მივცემთ საშუალებას, ჩაერიონ რაგბის საქმეებში და მისი ბედი გადაწყვიტონ
24-02-2021, 14:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, 24 თებერვალს ნამდვილ წევრთა მორიგ საერთო კრებაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებია ჩანიშნული.

 

 

ავჭალაში, რაგბის სტადიონთან შეკრებილები არიან ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები, რომელთაც შეკამათება მოუვიდათ რაგბის კავშირის კანდიდატ იოსებ ტყემალაძესთან. „ბორჯღალოსნების“ ყოფილი კაპიტნის მომხრეები აცხადებენ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის ლეგიტიმური პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძეა. თავად ირაკლი აბუსერიძემ აღნიშნა, რომ რაგბის კლუბ „წიქარას“ პრეზიდენტი თენგიზ გოცირიძე გერმანულ კლინიკაში ოპერაციის გასაკეთებლად იყო წასული, როცა აიძულეს, ხმის მიცემის უფლება სხვისთვის გადაეცა.

 


ირაკლი აბუსერიძე: „დღევანდელი ყრილობა მიმართულია არა რაგბის გაერთიანებისკენ, არამედ რაგბის დაშლისკენ და გარეშე ძალებს არ მივცემთ იმის საშუალებას, ჩაერიონ რაგბის საქმეებში და მისი ბედი გადაწყვიტონ“.

 


კრებაზე დელეგეტების ნაწილი უკვე შევიდა, ნაწილი არ შესულა და უცნობია, ქვერუმი შედგება თუ არა.

 


შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს გამართულ განმეორებით ყრილობაზე ირაკლი აბუსერიძე შეკრებილმა დელეგატებმა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა შემდგომ საქართველოს საჯარო რეესტრმა შეაჩერა განცხადება, რომლითაც „ბორჯღალოსნების“ ყოფილი კაპიტანი მისი „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად და გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციას ითხოვდა.

 


1tv.ge

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი