6 500-ზე მეტი მიგრანტი მუშა დაიღუპა ყატარში, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მიმდინარე სამუშაოებზე
25-02-2021, 13:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - 6 500-ზე მეტი მიგრანტი მუშა დაიღუპა ყატარში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოებისას, იტყობინება ბრიტანული „The Guardian“-ი.

 


მთავრობის მონაცემებით, დაღუპულთა შორის არიან ინდოეთის, პაკისტანის, ნეპალის, ბანგლადეშის და შრი ლანკას მოქალაქეები. 2010 წლიდან, როცა ყატარი „FIFA“-ს მიერ 2022 წლისთვის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებით დაჯილდოვდა, სამშენებლო სამუშაოებზე, კვირაში საშუალოდ 12 მუშა იღუპებოდა.

 


„Amnesty International“-ის ცნობით, მიგრანტი მუშების მიმართ ადგილი აქვს „ექსპლუატაციას“. „მათ არ შეუძლიათ სამუშაოს შეცვლა, მათ არ შეუძლიათ ქვეყნის დატოვება, და ხშირად ისინი თვეობით ელოდებიან ხელფასს“, ნათქვამია ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის მოხსენებაში.

 

 

„ The Guardian“-ის თანახმად, 2010 წლის შემდეგ ყატარში მუშაობის პერიოდში 2 711 მუშა დაიღუპა ინდოეთიდან, 1641 ნეპალიდან, 1 018 ბანგლადეშიდან, 824 პაკისტანიდან და 557 შრი ლანკადან. „The Guardian“-ი ვარაუდობს, რომ სიკვდილიანობის ფაქტობრივი მაჩვენებელი იმაზე „საგრძნობლად მაღალი“ უნდა იყოს, ვიდრე ეს სამთავრობო მონაცემებშია მითითებული.

 

 

ყატარი, რომლის მოსახლეობაც 3 მილიონზე ნაკლებია, 2 მილიონ მიგრანტ მუშაზეა დამოკიდებული და მათ იყენებს თავის სამუშაო ძალად.

 

 

სიკვდილიანობის ოფიციალურ მიზეზებს შორის დასახელებულია, დენის დარტყმა, სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები და თვითმკვლელობა. ანგარიშის თანახმად, სიკვდილიაონობის უმეტესი შემთხვევები „ბუნებრივად“ არის მიჩნეული და გამოწვეულია გულის ან ჰაერის უკმარისობით.

 

 

ზაფხულის განმავლობაში, დღისით, ყატარში ტემპერატურა 48 გრადუს ცელსიუსაც კი შეიძლება მიუახლოვდეს. ასეთი აუტანელი სიცხეების გამო, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში ზაფხულის ნაცვლად, ნოემბერსა და დეკემბერში გაიმართება.

 

კომენტარები: 1
#1   kainat Khan
      
I found that site very usefull and this survey is very cirious, I ' ve never seen a blog that demand a survey for this actions, very curious... amazon back scratchers
28 თებერვალი 2021 23:15
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი