საქართველო 2017 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს
23-10-2015, 02:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. დღეს კი გადაწყდა, რომ 2017 წელს ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს. საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე წარმოადგენს.


მინისტერიალის მონაწილეებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ამ კუთხით რეგიონული სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია.


საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თავდაცვის მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. ანა დოლიძემ ყურადღება საქართველოს უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებზე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გაამახვილა.


„საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებებია. მიუხედავად ამისა, საქართველო განაგრძობს მუშაობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი არაწევრი ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაწყობად შეიქმნა.

 


თავდაპირველად გაწევრიანებული ქვეყნები დღეს უკვე ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან. შესაბამისად, საქართველოსთვის ამ ორგანიზაციაში შესვლა მნიშვნელოვანია, ეს არის ნატოში ინტეგრაციის ერთგვარი წინა საფეხური“, - განაცხადა ანა დოლიძემ.


მინისტერიალში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატეს. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ, დოქტორმა ეველინ ფარკასმა კი აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და აგრესიულ პოლიტიკას კვლავ განაგრძობს.


ანა დოლიძე ხორვატიაში სამუშაო ვიზიტით 20 ოქტომბერს გაემგზავრა და მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ყოველწლიურ შეხვედრაზე ქართული დელეგაცია ორგანიზაციის წევრი ქვეყანის სტატუსით პირველად არის წარმოდგენილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი