რაგბი ევროპის ჩემპიონატის, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ პირველ მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრებთან შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა - პორტუგალია - 16:27 - საქართველო.
მატჩის პირველ ნახევარში მე-18 წუთზე, როცა „ბორჯღალოსნები“ თამაშს აგებდნენ და ანგარიში 6:0 იყო, პირველი ლელო მირიან მოდებაძემ დადო და ანგარიში 6:5 გახდა. გარდასახვის არაზუსტი შესრულების გამო საქართველოს ნაკრებმა 2 ქულით წინ წაწევის შანსი დაკარგა.
თუმცა 27-ე წუთზე მორიგი ლელო ჯაბა ბრეგვაძემ დადო და „ბორჯღალოსნებმა“ 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - ანგარიში 6:10.
პორტუგალიელებმა 35-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხეს - ლელოს ავტორი როდრიგო მარტა - და ანგარიში 11:10 გახდა. გარდასახვის ზუსტად შესრულების შედეგად კი 37 წუთზე ანგარიში 13:10 დაფიქსირდა.
შეხვედრის მე-2 ნახევარში 46-ე წუთზე პორტუგალიელებმა ჯარიმის ზუსტად შესრულების წყალობით წინ წაიწიეს და 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 16:10, თუმცა მალევე, 49-ე წუთზე, „ბორჯღალოსნებმა“ პირველი, თამაშის მიმდინარეობისას კი, მე-3 ლელო გაიტანეს, გარდასახვაც ზუსტად შესრულდა და ანგარიში 16:17 გახდა. (ლელოს ავტორი - გიორგი მელიქიძე, გარდასახვის - სოსო მათიაშვილი).
65-ე წუთზე შალვა მამუკაშვილმა ლელო დადო, სოსო მათიაშვილის გარდასახვა კი არაზუსტი აღმოჩნდა და ანგარიში 16:22 დარჩა.
მატჩის მიწურულს თორნიკე ჯალაღონიამ ლელო დადო და ანგარიში 16:27 გახდა.
სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, რომელიც ლისაბონში გაიმართა, პირდაპირი რეპორტაჟი კი ტელეკომპანია „იმედმა“ განახორციელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.