საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს
10-03-2021, 15:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს. იგი ყრილობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო და 42 ხმით იქნა არჩეული.

 

 

ირაკლი აბუსერიძე და მისი მომხრეები არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

 

 

„ვნებები რომ ჩაცხრება, უსწრაფესად გადავალთ საქმეზე. სამწუხაროა, რაც შენობის გარეთ მოხდა“,თქვა სოსო ტყემალაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

 

 

„ყველას ვულოცავ, მშვიდობით წარიმართა ეს პროცესი. გარეთ იყო გაუგებრობა. ვნებები ჩაცხრება და სწრაფად დავიწყებთ გეგმების განხორციელებას“, - განაცხადა სოსო ტყემალაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

მისი თქმით, მან დაასახელა რაგბის კავშირის გამგეობის 16-კაციანი ჯგუფი, რომელთა შორის ორი ქალია. „იმედი მაქვს, რაგბის კავშირის საქმიანობაში ქალები სხვა სიმშვიდეს შემოიტანენ“, აღნიშნა ტყემალაძემ.

 

 

მისივე თქმით, სარაგბო კლუბებს დღევანდელ არჩევნებზე მისვლა გაუჭირდათ. „ჩემთვის ეს პროცესი გასაგებია, თუმცა მინდა ვუთხრა მათ, რომ ეს სამომავლო ურთიერთობაზე არ აისახება“, - განაცხადა ტყემალაძემ.

 

 

რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტს შეკითხვა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობების შესახებაც დაუსვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ივანიშვილთან მისი ურთერთობები გახსნილია. „ეს ურთიერთობები ბიძინა ივანიშვილთან გახსნილია, ის ჩემამდეც იყო რაგბიში“, თქვა სოსო ტყემალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი