ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-13 ჩოგანის, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტის დამარცხებით დოჰას ტურნინი მოიგო. მან აგუტი ორ სეტში 7:6, 6:2 დაამარცხა
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიცის დამარცხებით გავიდა.
მანამდე, 11 მარტს, ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.