ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით იყრის კენჭს
25-03-2021, 23:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა თეთრ სახლში შესვლის შემდეგ პირველად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი „მოლოდინია“, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ კენჭს იყრის. 78 წლის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი „ბედისწერის დიდი პატივისმცემელია“.

 


„ჩემი გეგმაა, რომ კენჭს ვიყრი, ესაა ჩემი მოლოდინი. მე არასდროს არ დამიგეგმავს 3-4 წლის შემდგომი პერიოდი“, თქვა ბაიდენმა. შეკითხვაზე, თუკი ის 2024 წელს მეორე ვადით იყრის კენჭს, იქნება თუ არა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კვლავ კამილა ჰარისი - ბაიდენმა განაცხადა, რომ სავსებით მოელის, რომ ისევ ის იქნება ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, რადგან ის „დიდებული პარტნიორია და მშვენივრად მუშაობს“.

 


კითხვა: გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი ისევ იყაროთ კენჭი 2024 წელს. თქვენ არ გქონიათ განაცხადი ხელახლა არჩევნების კამპანიაზე, როგორც ეს თქვენ წინამორბედს ჰქონდა ამ დროისთვის?

 


ბაიდენი: (იცინის). ჩემი წინამორბედი, ჩემი წინამორბედი, ო, ღმერთო ჩემო, მე მენატრება ის... ჩემი პასუხია, რომ ვგეგმავ ხელახლა არჩევნებში მონაწილეობას. ეს არის ჩემი მოლოდინი.

 


კითხვა: გჯერათ, რომ თქვენ ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის წინააღმდეგ მოგიწევთ ბრძოლა?

 


ბაიდენი: (იცინის)... ამაზე არც კი ვფიქრობ. წარმოდგენა არ მაქვს, იქნება კი „რესპუბლიკური პარტია“ მაშინ, თქვენ რას ფიქრობთ? მე ჩემი ცხოვრების ბედისწერის დიდი პატივისმცემელი გავხდი.

 


რამდენი პრესკონფერენცია აქვთ ჩატარებული სხვა პრეზიდენტებს?

 


დონალდ ტრამპის 2017 წლის 16 თებერვალს გამართული პრესკონფერენცია მისი თეთრ სახლში ყოფნის პირველ წელს მხოლოდ ერთადერთი ოფიციალური პრესკონფერენცია იყო, მაგრამ იგი პრესას შეკითხვებზე სხვა ფორმატში პასუხობდა. მის წინამორბედს, ბარაქ ობამას პრეზიდენტად არჩევიდან პირველ წელს 7 პრესკონფერენცია აქვს გამართული, ჯორჯ დაბლიუ ბუშს კი ოთხი.

 

 

ბილ კლინტონს: 11

 

ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშს: 27

 

რონალდ რეიგანს: 6

 

ჯიმი კარტერს: 22

 

ჯერალდ ფორდს: 4

 

რიჩარდ ნიქსონს: 6

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი