არჩილ თალაკვაძე: ბევრი ჩვენგანი კლიმატის ცვლილებას აღიქვამს როგორც მისგან დისტანცირებულ პრობლემას, რომელიც სადღაც შორს არის - რეალურად, ეს აქ ხდება, ჩვენს უშუალო გარემოში
27-03-2021, 12:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ბევრი ჩვენგანი კლიმატის ცვლილებას აღიქვამს როგორც მისგან დისტანცირებულ პრობლემას, რომელიც სადღაც შორს არის - რეალურად, ეს აქ ხდება, ჩვენს უშუალო გარემოში. სწორედ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალში დაგვაზღვევს იმ რისკებისგან, რასაც კლიმატური ცვლილებები, გარემოს დაბინძურება და გლობალური დათბობა ქმნის. ეს ხელისუფლებასთან ერთად, ყველა მოქალაქის გასაკეთებელია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ლიდერთა სკოლის“ სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

შეხვედრა, რომელიც „დედამიწის დღეს“ მიეძღვნა, ონლაინ ფორმატში გაიმართა. ონლაინ დისკუსიის მონაწილეებმა კლიმატურ ცვლილებებზე, ეკოლოგიურ გამოწვევებზე და ამ გამოწვევებთან გამკლავების გზებზე იმსჯელეს.

 

 

დისკუსიაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და დეპუტატები - ნოდარ ტურძელაძე, მარიამ ლაშხი და ხატია წილოსანი მონაწილეობდნენ.

 

 

ემისიების შემცირება, წყლის რესურსების მართვა, ენერგიის ალტერნატიული წყაროები, ტყის რესურსები და მწვანე გარემო, ნარჩენების მართვა და ურბანიზაცია - ის საკითხები იყო, რომლის შესახებაც ონლაინ შეხვედრისას იმსჯელეს.

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრებმა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

 

დეპუტატებმა ემისიების შემცირებასა და ეკოლოგიურად უფრო დამზოგველ ტრანსპორტზე, ენერგოეფექტურობის დანერგვასა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაზე გაამახვილეს ყურადღება.

 

 

ლიდერთა სკოლის სტუდენტებს კითხვები ჰქონდათ ნარჩენების მართვის, ბუნებრივი კატასტროფების, ურბანიზაციის პროცესის, ელექტროტრანსპორტის წახალისების და გარემოს დაბინძურებაზე არსებული რეგულაციების შესახებ.

 

 

„დედამიწის დღე ის თარიღია, როდესაც მსოფლიო მასშტაბით ცივილიზებული საზოგადოება იკრიბება და განიხილავს, თუ რას მიაღწია კლიმატური ცვლილებების და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ, რა გამოწვევებია ამ სფეროში და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში. საამაყოა, რომ თითოეული თქვენგანი ამ გლობალური დისკუსიის მონაწილეები ხართ“, - მიმართა ლიდერთა სკოლის მონაწილეებს არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი