სულ მცირე 71 ადამიანია დაღუპული ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში წყალდიდობებისა და მეწყერების ჩამოწოლის შედეგად
05-04-2021, 10:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - სულ მცირე 71 ადამიანია გარდაცვლილი აღმოსავლეთ ინდონეზიასა და აღმოსავლეთ ტიმორში კოკისპირული წვიმებისაგან გამოწვეული წყალდიდობებისა და მეწყერების ჩამოწოლის შედეგად. 40-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება ინდონეზიაში და ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა ეჭვგარეშეა, რომ მოიმატებს.

 


„55 ადამიანია გარდაცვლილი, მაგრამ ეს რიცხვი ძალზე დინამიკურია და უდავოდ შეიცვლება, რადგან 42 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულადაა მიჩნეული“, განუცხადა ტელეკომპანია „მეტრო ტვ“-ის ინდონეზიის სტიქიასთან ბრძოლის სააგენტოს წარმომადგენელმა.

 


სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ტალახი, დიდი რაოდენობით დაგროვებული ნაშალი მასალა და რთული მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს.

 


ინდონეზიის ხელისუფლებამ საშიში ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა, მაგრამ ასეულობით ადამიანი რჩება სახლებში, სტიქიით დაზარალებულ თითოეულ რაიონში და მათ მედიკამენტები, საკვები და საბნები ესაჭიროებათ.

 

 

აღმოსავლეთ ტიმორში სულ მცირე 21 ადამიანია გარდაცვლილი. მსხვერპლთა უმეტესობა დედაქალაქ დილიდანაა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი