ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის საბოლოოდ გამოსვლის პროცესი 1-ელ მაისს დაიწყება და 11 სექტემბრისთვის დასრულდება
15-04-2021, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის საბოლოოდ გამოსვლის პროცესი 1-ელ მაისს დაიწყება და 11 სექტემბრისთვის დასრულდება და ის იქნება პრეზიდენტი, რომელიც დაასრულებს ყველაზე ხანგრძლივ ომს.

 


„მე მეოთხე პრეზიდენტი ვარ, რომელიც ავღანეთში ამერიკულ ჯარს ხელმძღვანელობს. ორი „რესპუბლიკელი“, ორი „დემოკრატი“, მე არ გადავცემ ამ პასუხისმგებლობას მეხუთეს“, - განაცხადა ბაიდენმა საგანგებო მიმართვისას და დაამატა, რომ „მხოლოდ ავღანელებს აქვთ უფლება და პასუხისმგებლობა, გაუძღვნენ საკუთარ ქვეყანას“.

 


პრეზიდენტის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში თავის მიზანს 10 წლის წინათ მიაღწია, როდესაც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოახდინა.

 


„ჩვენ მივაღწიეთ ამ მიზანს. მე ვთქვი, რომ ჩვენ ოსამა ბინ ლადენს ჯოჯოხეთის კარამდე გავყვებოდით, თუ საჭირო იქნებოდა. სწორედ ასე მოვიქეცით და ავიყვანეთ.

 


ჩვენ აღვასრულეთ სამართალი ბინ ლადენის მიმართ 10 წლის წინათ და მას შემდეგ ავღანეთში კიდევ 10 წელი დავრჩით. მას შემდეგ, ავღანეთში ჩვენი დარჩენის მიზეზი სულ უფრო ბუნდოვანი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტულმა საფრთხემ, რომელსაც ვებრძოდით, სახე იცვალა“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი